როგორც შევიტყვეთ, არის შანსი, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ გუნდი მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა დატოვოს.
აი, რა გვითხრა გორელთა დამრიგებელმა:
"იმ შემთხვევაში, თუ არ მოგვარდება "დილაში" არსებული პრობლემები, რაშიც მხოლოდ ფინანსებს არ ვგულისხმობ და
ქართულ ფეხბურთს პრობლემები ისედაც არ აკლია და ახლა არ მსურს იმ სირთულეების საჯაროდ გამოტანა, რომელიც "დილაში" შეიქმნა.
არ მინდა, ამით კიდევ უფრო დავამძიმო სიტუაცია, მაგრამ თუ ამის აუცილებლობა იქნება და სიტუაცია მოითხოვს, ამ პრობლემებზე აუცილებლად საჯაროდ ვიტყვი, დღეს კი მხოლოდ ამით დავკმაყოფილდები".
26 წლის მწვრთნელმა გასულ სეზონში გორის "დილას" საქართველოს ჩემპიონატი მოაგებინა. მერე "დილამ" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა და ორმატჩიან დუელში ბელგრადის "პარტიზანთან" დამარცხდა.
თუ არაფერი შეიცვალა, "დილას" მარტო მწვრთნელი კი არა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი და ამჟამინდელი მოთამაშეებიც დატოვებენ - გიორგი ნავალოვსკი, ოთარ მარცვალაძე, გოგიტა გოგუა, დავით კვირკველია, გუგა ფალავანდიშვილი, ირაკლი ძარია და სხვები.
ამ დროისთვის, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში "დილას" 22 ქულით მეორე ადგილი უჭირავს და მხოლოდ თბილისის "დინამოს" ჩამორჩება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"