სტუმრად თერჯოლის "საპოვნელასთან" გამარჯვება იზეიმა გორის "დილამ", რომელმაც ქუთაისში მეტოქე ანგარიშით 5:1 დამაარცხა.
ანგარიში ირაკლი მოდებაძემ 31-ე წუთზე, პენალტით გახსნა. აქედან ერთ წუთში თერჯოლელთა კარი ოთარ მარცვალაძემ აიღო, ტაიმის დასრულებამდე კი გატანილი გოლით გიორგი ერისთავი გამოირჩა (41).
მეორე ნახევარში მასპინძლებს გიორგი ილურიძემაც (51) გაუტანა, "საპოვნელას" პრესტიჟის გოლი კი 65-ე წუთზე გიგა ამბროლაძემ შეაგდო. საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე ისლამ მაშუკოვმა
ამ გამარჯვებით გორის "დილამ" 25 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილის ლიდერ თბილისის "დინამოს" გაუთანაბრდა, რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
* * *
წააგო "შუქურამ", რომელიც ამ ტურამდე 8-მატჩიანი წაუგებელი სერიით იწონებდა თავს. ქობულეთელები "ჩელე არენაზე" ბათუმის "დინამოსთან" მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ. სტუმართა ერთადერთი გოლი მე-14 წუთზე თამაზ მაქაცარიამ გაიტანა.* * *
"საბურთალომ" "ბენდელაზე" მარტვილის "მერანი" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 4:2 დაამარცხა.არადა, ანგარიში სტუმრებმა 21-ე წუთზე, კონსტანტინე ბროლაძის გოლით გახსნეს. 2 წუთში ნიკოლოზ საბანაძემ გაათანაბრა, მეორე ტაიმში კი ჯერ გურამ გოშთელიანმა 54-ე წუთზე "საბურთალო" გაიყვანა წინ, შემდეგ კი გიორგი ფანცულაიამ დუბლი მიითვალა (73-ე და 76-ე წუთზებზე).
საბოლოო ანგარიში მარტვილელმა ლაშა ჯღამაიამ 88-ე წუთზე დააფიქსირა.
* * *
შეგახსენებთ, რომ ტური 6 ნოემბერს, თბილისში, "ლოკომოტივისა" და "ზუგდიდის" მატჩით გაიხსნა, რომელშიც გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 3:0 (იხილეთ ვრცლად). ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა 8 ნოემბერს გაიმართება. ერთმანეთს "გურია"-"ცხინვალი", "სამტრედია"-"ჩიხურა", "სიონი"-"ტორპედო" და "დინამო"(თბ)-"კოლხეთი" დაუპირისპირდებიან.