არ შეურაცხყო! უჩა სოსიაშვილი 1000 ლარით დაჯარიმდა, რევაზ ჩელებაძე - 1200-ით

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა უმაღლესი ლიგის X ტურის მატჩებში მომხდარი 3 ინციდენტი განიხილა.

ცნობილია, რომ "დილას" მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი ქობულეთის "შუქურასთან" მატჩის დროს გორელ გულშემატკივრებს შეეკამათა. ამის გამო, დისციპლინართა გადაწყვეტილებით, მას ფულადი ჯარიმა (1000 ლარი) და 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს.

ამავე შეხვედრის დროს, სტუმართა ლოჟაში მყოფმა ქობულეთის "შუქურას" პრეზიდენტმა რევაზ ჩელებაძემ არბიტრი გიორგი ყრუაშვილი მისი გუნდის ფეხბურთელისთვის ყვითელი ბარათის ჩვენებისთვის შეურაცხყო, რისთვისაც 1200 ლარის გადახდა მოუწევს.

თბილისის "ლოკომოტივის" მეკარე ლაზარე კუპატაძეს კი მარტვილში, "მერანის" ქომაგების შეურაცხყოფისთვის, ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

(იბეჭდება
მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან სამარცხვინოა როდესაც ფეხბურთელი იგინება. შარშან ბოლნისში მოუვიდა მასე აფციაურს, სიონი ეთამაშებოდა ზესტაფონს და ბავშვები ყვიროდნენ სიონი სიონიო, ამ დროს მწვთნელმა გადაწყვიტა აფციაური შეეცვალა ზესტაფონის, მან კიდე შეხედა ამ ბავშვებს და წადით თქვენიო და დააბოლოვა გინებით, ამის დანახვაზე მთელმა სტადიონმა ამოუტრიალეთ ყველაფერი და ერთი 5 წუთი თამაში შეჩერდა. ცალკე სიონის ფეხბურთელები გვეხვეწებოდნენ დაწყნარებას, ცალკე დავით მუჯირმა ბოდიშები გვიხადა, მაშინ მწვრთნელის ასისტენტი იყო ზესტაფონში. მეორე წრეში კი აფციაური სიონში თამაშობდა 3 ადგილზე რომ გავიდა სიონი. არ შეიძლება, მითუმეტეს საქართველოში ჯერ აგინებ გულშემატკივარს შენ თუ არ გამოგდის თამაში. თან სიონის გულშემატკივარი არ არის მტრული, შენ არავის შეურაწყოფა არ მიაყენო და სიტყვას არავინ გეტყვის უბალეშიკე ვისაც გინდა, თორე ცემატყეპა სიონის ფანებმა რო იციან და თასის ფინალზე ვიტ ჯორჯიასთან რაც მოხდა სხვამ რა იცის, ეხლა გახდნენ ვითომ ულტრასები გორში და ქუთაისში, სუდიას საცემათ კუთხურის დროშით დასდევდა ხალხი ვიტ ჯორჯიასთან ფინალის მატჩში)))
ტყეშელაანთ გიჟი
15:49 09-11-2015
0
და მაგით ამაყობთ, რომ მსაჯებს უტყაპუნებთ? ყოჩაღ, ეგრე წავალთ წინ. თუ გგონია, რომ მსაჯმა მიზანმიმართულად დააშავა "შეცდომა", მაშინ მარტო მას ნუ მოთხოვთ თუ "ერთი ადგილი" გაქვთ, და მოთხოვეთ იმათ ვინც მაგ "მსაჯებს" ავალებს სიბინძურეს.
VENDETA
20:23 17-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული