ამის შესახებ ინფორმაცია კლუბში ჩვენთვის სანდო წყარომ მოგვაწოდა.
მის თანახმად, მერვე ტურის გამოტოვებული შეხვედრის წინ, კლუბის ხელმძღვანელობამ შეროზიას ულტიმატუმი წაუყენა - მარცხის შემთხვევაში, მას გუნდის დატოვება მოუწევდა. შეროზიამ დავალება ვერ შეასრულა. "ზუგდიდმა" შინ, "სიონთან" მატჩი 1:3 დათმო და ახლა 5 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილს იკავებს.