ახლა უკვე ოფიციალურად: ბესიკ შეროზია "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი აღარაა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" პრესსამსახურის ცნობით, გუნდის სამწვრთნელო შტაბში გადაადგილებები მოხდა.

ზუგდიდური კლუბის მთავარ გუნდს ბესიკ შეროზიას ნაცვლად ამიერიდან ლევან მიქაძე გაწვრთნის, რომელიც მანამდე დუბლშემადგენლობასთან მუშაობდა.

მიქაძე "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დეკემბრის ბოლომდე შეასრულებს, რაშიც მას მამუკა ჭაჭუა დაეხმარება. რაც შეეხება შეროზიას, ის და მისი ასისტენტი ელგუჯა ქომეთიანი გუნდში რჩებიან.

"ზუგდიდი" გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელ ლევან მიქაძეს ოფიციალურად მიმდინარე კვირას წარადგენს.

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში "ზუგდიდს" რთული მდგომარეობა აქვს. XI ტურის შემდეგ გუნდს მხოლოდ 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა,
მე-15 ადგილს იკავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული