ლანჩხუთის "გურიას" სამი ქულის ჩამოკლება ემუქრება

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურიას" შესაძლოა სამი ქულა ჩამოაკლდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა განუცხადა.

მუჯირის განმარტებით, "გურიას" ყოფილი მწვრთნელებისადმი დავალიანება აქვს გადასახდელი, რომლის დასაფარად 1 დეკემბრამდე მიეცათ ვადა, თუკი კლუბი დავალიანებებს არ დაფარავს, მას სამი ქულა ჩამოაკლდება.

"ლანჩხუთის "გურიას" მიეცა გადახდის კონკრეტული ვადა, რომელიც ტრიბუნალის გადაწყვეტილებით აქვს დაკისრებული ყოფილი მწვრთნელების მიმართ. "გურიას" ვადა მიეცა პირველ დეკემბრამდე. თუ ამ დრომდე არ გადაიხდიან თანხას, ეროვნულ ჩემპიონატში სამი ქულა ჩამოაკლდებათ. თუკი დავალიანების გასტუმრება, ან მხარეებს
შორის შეთანხმება არ მოხდება დაწესებულ ვადამდე, დანარჩენ სანქციებზე იმსჯელებს აღმასკომი პირველ დეკემბერს", - განაცხადა მუჯირმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული