მერანი-ზუგდიდი 0:0 - თითო ქულა ექვსქულიანში

AutoSharing Option
დერბისთვის დამახასიათებელი ამაღლებული განწყობა არც ერთ გუნდს არ ჰქონდა. ამის მიზეზი წაგებათა პერმანენტული სერიაა - "მერანს" 6, "ზუგდიდს" კი მიჯრით ზედიზედ 3 მარცხი დაუგროვდა, რამაც ისინი, სატურნირო თვალსაზრისით, მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.

გამოკვეთილ აუტსაიდერთა დაპირისპირებას ხშირად "ექვსქულიანს" ვუწოდებთ ხოლმე და ამჯერადაც ასე იყო.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მომენტების სიმრავლის მხრივ, უპირატესობა სტუმრებს ჰქონდათ.

თამაში, ძირითადად, ნელ ტემპში მიმდინარეობდა და სახიფათო მომენტიც იშვიათად იქმნებოდა. ეგ იყო, რომ თამაშის ბოლო ნახევარ საათში უკეთ "ზუგდიდი" გამოიყურებოდა.

საბოლოოდ, 0:0 და ორივე
გუნდის მწვრთნელმა სადებიუტო ქულა ჩაიწერა აქტივში, თუმცა ცხრილში არაფერი შეცვლილა.

მატჩის შემდეგ
ბადრი კვარაცხელია (მერანი): "ობიექტური ვიქნები და ვიტყვი - დღევანდელი თამაშიდან გამომდინარე, "მერანმა" მეტოქეს ორი ქულა უფრო წაართვა, ვიდრე პირიქით. ვეცდებით, თამაშის ხარისხი გამოვასწოროთ".

ლევან მიქაძე (ზუგდიდი): "თამაში ჩვენი უპირატესობით წარიმართა. სამ ქულასთან ძალიან ახლოს ვიყავით. დასანანია, რომ ვერც ერთი მომენტის რეალიზება ვერ მოვახერხეთ, არადა, მოგება თავისუფლად შეგვეძლო. ბიჭების გარჯით კმაყოფილი ვარ, შედეგით - ბოლომდე არა".

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIII ტური
28.11. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
მერანი-ზუგდიდი 0:0
მერანი (4-4-2): სევოსტიანენკო, რუხაია, ი. ციცხვაია, დ.ციცხვაია, გეგია - გოგოლაძე (30. წოწონავა), გაზრდელიანი, ხუბუა, პაპადოპულოსი - ჯღამაია, აშორტია (85. ციკოლია).
სათადარიგოები: დარციმელია, თოლორდავა, ჩხეტია, ბროლაძე, ფაილოძე
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
ზუგდიდი (4-4-2): მამალაძე, ჯავაშვილი (82. კვარაცხელია), ს. ფიფია, ზ. მალანია, ქირია - ტყემალაძე, თიბილაშვილი, წყაროზია, ჩანადირი (46. წურწუმია) - ლაშხია (71. ც. სამუშია), თუთბერიძე.
სათადარიგოები: ჯომიდავა, გ. მალანია, მიქაძე, ნარმანია
მწვრთნელი: ლევან მიქაძე
გაფრთხილება: თუთბერიძე (23), ჩანადირი (26), გაზრდელიანი (29), ზ.მალანია (70), ჯღამაია (81), რუხაია (88)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.

დ. ყიფიანის სახ. თასი. 1/4-ფინალი. I მატჩები
2-3 დეკემბერი


მომდევნო, XIV ტური

6 დეკემბერი, კვირა
დინამო (ბთ)-საბურთალო
ცხინვალი-საპოვნელა
კოლხეთი-ზუგდიდი
ტორპედო-ლოკომოტივი
ჩიხურა-შუქურა
დინამო (თბ)-სიონი
სამტრედია-გურია

7 დეკემბერი, ორშაბათი
დილა-მერანი.

ბომბარდირები
ო. მარცვალაძე (დილა) 10
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 10
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 10
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 8
დ. ტატანაშვილი (სიონი) 8

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული