იჯარის ვადა დაუსრულდა თბილისის "დინამოს" საკუთრებაში მყოფ ლაშა თოთაძეს. გამოცდილმა მცველმა "ლელოს" უთხრა, რომ გუნდში რჩება.
"იჯარის ვადა ამოიწურა და ისევ "დინამოს" მოთამაშე ვარ, მაგრამ ჩემი საკითხი გადაწყვეტილია და დიდი ალბათობით, "საბურთალოსთან" თანამშრომლობას გავაგრძელებ. ეს ჩემი დიდი სურვილიცაა და მთავარი მწვრთნელის, გია ჭიაბრიშვილისაც.
ამ კლუბში გადმოსვლით ძალიან
პარალელურად, შესაძლოა, გუნდი ნიკა საბანაძემ და ჯაბა დვალმა დატოვონ. 24 წლის საბანაძეს, რომელმაც კვიპროსულ "ეთნიკოსთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასაწყისში გაწყვიტა, სავარაუდოდ, კვლავ ქუთაისის "ტორპედოში" ვიხილავთ.
ეს არ იქნება მისთვის მესამე კლუბი ამ სეზონში (რაც ფიფას წესებით აკრძალულია), რადგან თავად ფეხბურთელი ამბობს, რომ კვიპროსულ კლუბს ის განაცხადში არ შეუყვანია:
"კვიპროსული კლუბის განაცხადში არ ვყოფილვარ და ამდენად, სხვაგან გადასვლაში ხელი არ შემეშლება. აქვე მადლობას გადავუხდით "საბურთალოს", რომელიც რთულ პერიოდში გვერდით დამიდგა და ფორმის შენარჩუნებაში დამეხმარა".
ჯაბა დვალს კი, რომელიც კიშინიოვის "დაჩიადან" 6-თვიანი იჯარით დაიმატეს, ეს ვადა ამოეწურა და ისევ მოლდოვურ კლუბს დაუბრუნდება.
ეს ცვლილებები გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია ჭიაბრიშვილმაც დაადასტურა. გამოცდილი თავდამსხმელების გარდა, გუნდი მიხეილ ვაჭარაძემაც დატოვა. გამორიცხული არაა, კლუბი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს შეელიოს და რამდენიმეც დაიმატოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"