რა ცვლილებები მოხდება თბილისის "დინამოში" - ინტერვიუ კლუბის დირექტორთან

AutoSharing Option
ფოტოზე: მიხეილ ხუციშვილი და რომან ფიფია
თბილისის "დინამოს" დირექტორი მიხეილ ხუციშვილი "ლელოს" სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. "დინამო" სულ მალე თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც რამდენიმე საკონტროლო მატჩს გამართავს. გარდა ამისა, საინტერესოა, რა ცვლილებები მოხდება გუნდში...

- როდის დაიწყებს "დინამო" მზადებას ახალი სეზონისათვის?
- 9 იანვარს შევიკრიბებით და ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. 30 იანვარს კი თურქულ შეკრებაზე წავალთ. მეტოქეთა ვინაობა ჯერაც დგინდება და არ მინდა, ვიჩქარო. მოლაპარაკება რამდენიმე კლუბთან მიმდინარეობს. ერთ
-ერთია ბელორუსის ბატე. დავბინავდებით ბელეკში, სასტუმრო "სუსესიში".

- როდის გაცხადდება "დინამოს" ახალწვეულთა ვინაობა?
- მას შემდეგ, რაც გაიცხრილება უამრავი კანდიდატურა და არჩევანს გააკეთებს მთავარი მწვრთნელი. ძალიან ბევრი შემოთავაზება გვაქვს, ყველა კანდიდატურას განხილვა სჭირდება. როგორც გითხარით, საბოლოო ვერდიქტს მთავარი მწვრთნელი გამოიტანს.

- "დინამო", ალბათ, მოახერხებს ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას...
- რა თქმა უნდა! შემიძლია გითხრათ, რომ არცერთ ფეხბურთელს არ გამოუთქვამს გუნდიდან წასვლის სურვილი. 9 იანვარს რომ შევიკრიბებით, უფრო მეტი გვეცოდინება წამსვლელ-დამრჩენებზე.

- ლეგიონერები რჩებიან "დინამოში"?
- კი, ლიბორ ჰრდლიჩკა და რენე ფერეირა თბილისის "დინამოში" რჩებიან. შემიძლია ვთქვა, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია.

- საინტერესოა, "დინამოს" პოტენციურ ახალწვეულთა შორის გამოცდილი, მაღალ დონეზე ნათამაშები ფეხბურთელები თუ იქნებიან?
- აქცენტს სწორედ გამოცდილ, ბევრის მნახველ კადრებზე გავაკეთებთ. ვერ ვიტყვი, რომ პირველი ხარისხის ვარსკვლავები იქნებიან, მაგრამ მაღალი დონის ფეხბურთელებს ვგულისხმობ - ისეთებს, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატსა და ევროთასებზე წარმატებით ასპარეზობაში დაეხმარებიან გუნდს. გამოცდილება გუნდს ძალიან სჭირდება. თუნდაც ალექსანდრე იაშვილის მაგალითი ცხადყოფს ამას.

- აქცენტი ქართველ ფეხბურთელებზე გაკეთდება თუ უცხოელებზე?
- როგორც ქართველ, ისე უცხოელ ფეხბურთელებზე.

- ამბობენ, "დინამოს" მოჰამედ ბანგურას კანდიდატურა შესთავაზესო. მას ადრე "სელტიკში" უთამაშია...
- უკვე გითხარით, რომ ძალიან ბევრი კანდიდატურა შემოგვთავაზეს. არჩევანს გააკეთებს მწვრთნელი, იმ პოზიციების მიხედვით, რომელთა გაძლიერებაც აუცილებელია.

რაც შეეხება კონკრეტულად ბანგურას, პირადად მე არაფერი ვიცი ამ კანდიდატურის თაობაზე...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
საბარძნეთი-ს. ...!! ნახავ, რომ ძალიან ღრმად გაქვს შეტოპილი. ერთი ჩიხურაა აყვავებული და მერე"დინამოს" ააყვავებს ბიძინი. არ უყვარ მაგ კაცს ფეხბურთი, არა. რაგბი კი, ესე რა!!!
asko
24 დეკემბერი 2015 18:16
0
რა იყოთ ხალხო შეთქმულებაა ფიფიქს წინააღმდეგ თუ ყველა კომენტარის ერთი და იგივე ადამიანმა დაწერა ძალიან გავს ყველას კომენტარი ერთმანეთს. ნარმანას ორმო ვერ ამოუვსია და დინამოს შეინახავს? ბიძინას ყავს საჩხერე და მიხედავს იმას. ფიფიას კიდე დაანახეთ შედეგი და ფულსაც ჩადებს. რამდენი დახარჯა და უაზროდ. ფიფია კი არ უნდა წავიდეს ნორმალური საქმის მკეთებელი დაუნდა მოვიდეს ადმინიატრაციაში და არა ფულის ამხევი.
გუცაევი
24 დეკემბერი 2015 18:07
0
რომან ფიფია ამ სურათსე ისე ბედიერად გამოიყურება, რომ გეგონება ჩეპიონთა ლიგა მოიგოო.

ამ კაც ვინმე შეახსენეთ, რომ მას ჯერ არ მოუგია ჩემპიონთა ლიგა.

რომან ფიფიას ჯერ–ჯერობით არაფერი გაუკეთებია თბილისის დინამოსთვის და რაღაც კაპიკების ინვესტიციებს რომ დებს კლუბში ეგ არაფერს ნიშნავს.

მეც თანახმა ვარ, რომ რომან ფიფიამ გადასცეს კლუბი ბიძინა ივანიშვილს.
საბარძნეთი
24 დეკემბერი 2015 18:03
0
Finamo seleqciashi aris 0 garsias mere seriozuli transferi rganxorcielebula gundshi iashkas garda azrze arxart ra
trakyoristi jemala
24 დეკემბერი 2015 17:50
0
მე გამვდივარ ინიციატივით, რომ რომან ფიფიამ უსასყიდლოდ გადასცეს კლუბის აქციები ბატონ ბიძინა ივანიშვილს და რომ აწი ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელოს კლუბის დაფინანსება, ვინაიდან ბატონი ბიძინა ივანიშვილი კლუბის ბიუჯეტში ჩადებს გაცილებით უფრო მეტ ინვესტიციებს ვიდრე ამჟამად რომან ფიფია ანხორციელებს კლბის ბიუჯეტში ინვესტიციებს.

ბოლო ბოლო დრია რომ თბილისის დინამომ წარმატება გვანახოს, თორემ უკვე დავიღალეთ რომან ფიფიას უმოქმედობით და რომან ფიფიას მხრიდა კლუბში მხოლოდ რაღაც კომიკური კაპიკებით დაფინანსებით.
ბიძინა ივანიშვილი
24 დეკემბერი 2015 17:44
0
გლადიატორები გეთანხმები დინამოში ბევრი საშუალო დონის ლეგიონერია საჭირო, სასურველია ბრაზილიის სერია B-დან გამოცდილი ხანში შესული ფეხბურთელი რომ შესარჩევში დაგვეხმარონ. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდა თავის მოტყუებაა, ჩვენ ჩისკოს დონის რამდენიმე ლეგიონერი გვჭირდება, ეს უფრო დაეხმარება ქართულ ფეხბურთს, ვიდრე ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდა. თორემ ტეხავს აზერები სულ თამაშობენ ევროპის ლიგაზე, ნახე რამხელა პროგრესი აქვს აზერბაიჯანულ და ყაზახურ ფეხბურთს, ჩვენ მათი მაგალითი უნდა ავიღოთ.
meocnebe ixvi
24 დეკემბერი 2015 17:20
0
არ ვემხრობი ევრო ტურნირების წინ სასწრაფო წესით ფეხბურთელების დამატებას რომლებიც წარუმატებლობის შემთხევაში მალევე წავლენ. - გუნდი უნდა იყოს შეთამაშებული მანამდე და არა სეზონის წინ. ძირითადის ფეხბურთელებს რომ ათამაშებ მთელი წელი და მერე უცებ სკამზე დასვავ რომ ვიღაცას დაუთმოს ადგილი იმიტომ რომ მას გამოცდილება აქვს, ...ასე როგორ გაიზრდებიან ეს ფეხბურთელები ? საერთოდ რისთვის გყავს თუ სერიოზული თამაშებისთვის სხვების დამატება გინდა ? ........უნდა გყავდეს ნიჭიერი ფეხბურთელები რომლებსაც ენდობი და გაზრდი შენით და არ უნდა იყო ვიღAცის დამატების იმედზე -
oto
24 დეკემბერი 2015 17:17
0
რომან ფიფია უკვე ამოწურა თავისი თვაი თბილისის დინაოში და დროა რომ რომან ფიფიამ კლუბი უსასყიდლოდ გადასცეს თბილისის მერის მუნიციპალიტეტს, ვინაიდან თბილისის მერიის მუნიციპალიტეტი დინამოს დააფინანსებს ურო მეტად, ვიდრე ამჟამად რომან ფიფია აფინანსებს დინამოს კლუბს.
გლადიატორები
24 დეკემბერი 2015 17:16
0
თბილისის დინამოს კლუბზე 100–ჯერ მეტი ბიუჯეტი რომ გააჩნიატ ისეთი კლუბებიც კი ვერ გადიან ერვო ტურნირებზე და თუ ამჟამინდელი მფლობელი რომან ფიფია არ მოუმატებს კლუბის თაფინანსებას, მაშინ მსგავსი კომიკურად დაბალი ბიუჯეტით ვერასდროს გავა ერვო ტურნირებზე თბილისის დინამო.
გლადიატორები
24 დეკემბერი 2015 17:12
0
მე როგორც ვიცი, რუსეთში და სხვა ქვეყნებში, ქალაქის კლუბის ბიუჯეტში ინვესტიციებს ანხორციელებს არა კერძო ბიზნესმენები, არამედ უშუალოდ იმ ქალაქის მერია და მუნიციპალიტეტი.

თბილისის დინამოს კლუბი უნდა გამოისყიდოს თბილისის მერიის მუნიციპალიტეტმა ამჟამინდელი მფლობელისგან რომან ფიფიასგან და შემდეგ თვითონ ქალაქის მერიამ უნდა ჩადოს კლუბის ყოველწლიურ ბიუჯეტში უფრო მეტი ინვესტიციები, ვიდრე ამჟამინედლი მფლობელი რომან ფიფია ანხორციელებს კლუბის ბიჯეტში ინვესტიციებს.
ქართველი
24 დეკემბერი 2015 15:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული