გორის "დილა": ნავალოვსკი წავიდა, ილურიძე თითქმის, გვალიაც...

AutoSharing Option
საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, გორის "დილას" ბანაკში ბევრი სიახლეა. გორელები დღეიდან გადადიან შეკრებაზე თბილისში, დიდუბის მანეჟში და იქვე, სასტუმროში იცხოვრებენ.

30 იანვარს "დილა" თურქულ შეკრებაზე უნდა გაემგზავროს. ჯერ ქალაქის საკრებულოს არ დაუმტკიცებია კლუბის ბიუჯეტი, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს უახლოეს სხდომაზე მოხდება.

"დილას" თავკაცმა უჩა სოსიაშვილმა უახლოეს გეგმებზე "ლელოსთან" კომენტარი გააკეთა:

"მოგეხსენებათ, "დილას" აქვს ფინანსური პრობლემები და თქვენი გაზეთის მკითხველს ალბათ აინტერესებს, თუ როგორ ვახერხებთ ჯერ თბილისში შეკრების ორგანიზებას და მერე - თურქეთში გამგზავრებას.

დედაქალაქში შეკრება მოხერხდა იმ პირობით,
რომ, როცა ჩვენს ანგარიშზე ფული ჩაირიცხება, მაშინ დავფარავთ ამ შეკრების ხარჯებს. თურქული შეკრების ორგანიზებაც დაახლოებით ამ პრინციპით მოხდა.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დავით ყენიას. მან პირადი ურთიერთობებით მოახერხა ის, რომ თურქეთში ჩვენი შეკრებისთვის ანაზღაურების საბოლოოდ გასტუმრება მოხდება მას შემდეგ, რაც ჩვენს ანგარიშზე ჩაირიცხება თანხა.

უბრალოდ, ჩვენ მაინც გვაქვს გარკვეული ფინანსური ვალდებულება და შეკრების ორგანიზატორებს თავდაპირველად თანხის ერთი მეოთხედი უნდა გადავურიცხოთ".

"დილა" სეზონის განახლებას ახალი ფეხბურთელებით ეგებება. როგორც ირკვევა, სოსიაშვილის გაწვრთნილი გუნდის ღირსებას დაიცავენ გიორგი ჩელებაძე, ალან ბაგაევი, თენგიზ წიქარიძე და გიორგი თექთურმანიძე.

"დილას" მთავარი მწვრთნელი ახალწვეულებზეც გველაპარაკა:

"ქობულეთის "შუქურადან" დავიბრუნეთ ცენტრალური მცველი ალან ბაგაევი. მის შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ... ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეს "დილაში" გაატარებს თენგო წიქარიძე. ის ახალგაზრდა, პერსპექტიული გორელი ფეხბურთელია. ჩემს ხელში დაიწყო თამაში...

რაც შეეხება გიორგი ჩელებაძეს, მასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, ამას ვადასტურებ, თუმცა საბოლოოდ მაინც გადაწყვეტილი არ არის ეს საკითხი. გიორგი წლების განმავლობაში "შუქურას" გამორჩეული ფეხბურთელია. ის ლიდერების თვისებებითაა დაჯილდოებული...

ასევე,  "დილაში" დაბრუნდა ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი თექთურმანიძე. როგორც იცით, ის სეზონის პირველ ნახევარში განათხოვრებული გვყავდა თბილისის "ლოკომოტივში". ახლა ის "დილას" დაუბრუნდა, რადგან განათხოვრების ვადა ამოიწურა".

მომსვლელები მომსვლელებად და, ცხადია, "დილას" რამდენიმე ფეხბურთელიც დატოვებს. კერძოდ, გიორგი ნავალოვსკი უკვე გადასულია ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში". თითქმის გადაწყვეტილია ისიც, რომ ამავე გუნდში ითამაშებს გიორგი ილურიძე. "დილადან" წასვლას აპირებს ლაშა გვალიაც.

"ერთადერთი, რაც შემიძლია ოფიციალურად დაგიდასტუროთ, გიორგი ნავალოვსკის გუნდიდან წასვლაა. ვადასტურებ იმასაც, რომ "დილა", შესაძლოა, დატოვონ გიორგი ილურიძემ და ლაშა გვალიამ.

ვიცი, რომ ილურიძეს ვიზის პრობლემა ჰქონდა. ეს ფეხბურთელები, დიდი ალბათობით, რუსეთის ჩემპიონატში გააგრძელებენ კარიერას", - თქვა სოსიაშვილმა.

მოკლედ, "დილაში" თანდათან ლაგდება სიტუაცია და ეს ძალიან კარგია. გორულ კლუბს საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში მეორე ადგილი უჭირავს თბილისის "დინამოს" შემდეგ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
Nutu mteli gori etakvaneba Luka razmadzes. Tu natvraa bevri navalovski,modebadze an vacadze mainc inatret gulshematkivrebo
0
რაზმაძე გორელია და ყველას გვიყვარს და გვინდა დაბრუნება დილაში, მითუმეტეს კარგი ფეხბურთელიცაა, მაგრამ უჩასთან სასაყვედურო მაინც არავის არაფერი არ აქვს. მწვრთნელი წყვეტს ყველა ნორმალურ კლუბში ვისთან ერთად უნდა მუსაობა და ვისთან არა და არა იმით რომ ეს გორელია, ის კაი ბიჭია, ეს ჩვენი ძმაა და ა.შ. ასე რომ ამ საკითხში უცა მართალია. ასევე მართალია იმაშიც რომ უჩა რომ არა ასეთი კლუბი დღეს არ გვექნებოდა და არც ეს ფეხბურთელები გვეყოლებოდა. (ვიცი რასაც ვამბობ). ამდენი ხანი უფულოდ ზუსტად უცას რომ უდგანან გვერდით ფეხბურთელები მაგიტომ არიან და არა ჩვენი ლამაზი ტვალების გამო. ასე რომ ვაცადოთ ამ კაცს და ყველა გვერდით უნდა დავუდგეთ ბოლომდე.
ისე კი ცოტა ზედმეტად ხისტია უჩა და ცოტა მეტი დიპლომატიურობა არ აწყენს.
წარმატებები!
ყველას
22:10 18-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული