თერჯოლის "საპოვნელა": პლუს სომხიშვილი, თომაშვილი და დვალი ირკვევა

AutoSharing Option
საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეში თერჯოლის "საპოვნელამ" სულ 8 ქულა დააგროვა და მხოლოდ მე-15 პოზიციაზე იმყოფება. აქედან გამომდინარე, ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იმერულ კლუბს გაძლიერება სჭირდება და ასეც ხდება.

"საპოვნელამ" ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპისთვის მზადება თბილისში დაიწყო, სადაც იანვრის ბოლომდე დარჩება. ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება თბილისში, "სითი სპორტში" გაიარეს.

თერჯოლელებმა ახალი მთავარი მწვრთნელის, ზვიად ჯელაძის მეთაურობით, წლეულს პირველად ივარჯიშეს.

"საპოვნელას" შემადგენლობაში იყვნენ ახალწვეულები - მიხეილ ვაჭარაძე, თენგიზ ჩიკვილაძე, ლევან შარიქაძე, ლაშა ჭელიძე,
დავით ოდიკაძე, გიორგი ბიბილეიშვილი, ალექსანდრე კოშკაძე, დავით ბოლქვაძე, ირაკლი ქათამაძე
და ლევან შილაკაძე.

"საპოვნელას" დირექტორ გიორგი ლოლაძის თქმით, მოლაპარაკება მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელთან:

"უახლოეს დღეებში "საპოვნელას" კიდევ რამდენიმე ახალწვეული შეუერთდება. გაირკვა, რომ დაგვემატება მეკარე გიორგი სომხიშვილი, თუმცა ჯერ ტრანსფერის იურიდიული მხარე მოსაგვარებელია.

გარდა ამისა, შესაძლოა, გორის "დილადან" იჯარით ცენტრალური მცველი გულვერდ თომაშვილი მოვიწვიოთ. ჩვენთან გადმოსვლაზე ჯაბა დვალთანაც შევთანხმდით, მაგრამ იურიდიული დეტალები მასთან დაკავშირებითაც გასარკვევია".

მისივე თქმით, სურვილი აქვთ, რომ შეკრება თურქეთში გაიარონ. მალე კლუბის ბიუჯეტი დამტკიცდება და გამოჩნდება, რამდენად რეალურია სამეზობლოში გამგზავრება.

თერჯოლელებმა პირველი საკონტროლო შეხვედრა 26 იანვარს "ბენდელას" სტადიონზე, "საბურთალოსთან" დაგეგმეს, მეორე მატჩს კი 30 იანვარს გამართავენ. მეტოქის ვინაობა მალე გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
მირიანს ლიცენზირების პრობლემა აქვს ჯერ, ის გუნდიდან არავის გაუგდია, პირიქით ის კიდე უფრო დიდი როლს ითამაშებს მეორე წრიდან (ოფიციალურად პირველ წრეშიც არ ყოფილა მთავარი მწვრთნელი). თბილისში იმიტო დაიწყო შეკრება რო თერჯოლაში სავარჯიშო პირობებიც არაა და იმ მინდორზე თამაში რბილად რომ ვთქვათ სახიფათოა ,,ფილტვებისთვის". აქ სპარინგ-პარტნიორებიც ბევრია. მთავარია შედეგი იყოს და ნუ ჩავერევით ჯერ მენეჯმენტში
irakli Apkhaidze
18:14 18-01-2016
0
ბუხაიძე დარჩა გუნდში?
omari
17:35 18-01-2016
0

სიახლეები პოპულარული