ზვიად ჯელაძე: "საპოვნელაში" რადიკალური ცვლილებები მოხდა

AutoSharing Option
დღეს, 2 თებერვალს, თურქეთის გზას თერჯოლის "საპოვნელაც" დაადგა. უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერისთვის ეს შეკრება მნიშვნელოვანია, რადგან გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, ზვიად ჯელაძის ამოცანაა, "საპოვნელას" ლიგაში ადგილი შეუნარჩუნოს.

თურქეთში იმერლები ოთხ საკონტროლო მატჩს გამართავენ, თუმცა აქედან მხოლოდ ორი მეტოქეა ცნობილი: 4 თებერვალს - სერბული "ნოვი პაზარი", ხოლო 11 თებერვალს - ბულგარეთის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი "ბეროე".

ჯელაძე გუნდის დაკომპლექტებაზე გველაპარაკა:

"გუნდში რადიკალური საკადრო ცვლილებები მოხდა და შევეცადეთ, დაბალანსებული შემადგენლობა გვყოლოდა.

მოვიწვიეთ გამოცდილი ფეხბურთელები - მეკარე გიორგი სომხიშვილი, აგრეთვე, დავით ოდიკაძე, თენგიზ ჩიკვილაძე, ალეკო
კოშკაძე, დავით ბოლქვაძე
და ჯაბა დვალი. მათ გარდა, დავიმატეთ ლევან შარიქაძე, რომელიც თავის პოზიციაზე საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

მაგრამ ახალწვეულთა დიდი ნაწილი ახალგაზრდაა - ფოთის "კოლხეთიდან" ავიყვანეთ აფხაზავა, ხონის "იმერეთიდან" - ქათამაძე, ნარიმანიძე, რომელიც ყაზახეთში თამაშობდა, "ბორჯომიდან" - შილაკაძე და ბიბილეიშვილი, რომელმაც ბოლნისის "სიონში" საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი, მაგრამ ტრავმის გამო ბევრი გაუცდა...

გუნდშიც ბევრი ახალგაზრდა დაგვხვდა, რომელთაგანაც თავდამსხმელებს - გიორგი ტყეშელაშვილსა და გიორგი ბუხაიძეს გამოვარჩევდი.

ჩვენ გამოცდილებიც გვჭირდება და ახალგაზრდებიც, რადგან კონკრეტული ამოცანის წინაშე ვდგავართ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
პაკო ხარ თუ კვატო,,თუ ხარ მართალი და ფეხბურთელებს ლანძღავ დაწერე შენი სახელი,რამ დაგბოღმა? გული შეგთკივა ქართულ ფეხბურთზე,,?შენგან გნსხვავაბით ჯერ კაცები არიან და მერე მაგარი ფეხბურთწლწბი..
dali
08:17 03-02-2016
0
ვაი მართლაც შენს პატრონს,,
fexburti
08:11 03-02-2016
0

სიახლეები პოპულარული