დინამო (თბ)-სლოვანი 5:2 - ოთხიდან ოთხი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე მეოთხე მატჩი გამართა და მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად, იურაი იარაბეკის შეგირდებმა ბრატისლავის "სლოვანი" დაამარცხეს.

პირველი 15 წუთის განმავლობაში უპირატესობას მეტოქე ფლობდა, ამის შემდეგ კი შეხვედრა "დინამოს" უპირატესობით წარიმართა.

ჯერ ალექსანდრე იაშვილმა პენალტით, მერე კი გიორგი ქვილითაიამ აიღეს მოწინააღმდეგის კარი და დიდწილად განაპირობეს სპარინგის საბოლოო შედეგი.

მეორე ნახევარში სამსვლიანი კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა ვახტანგ ჭანტურიშვილმა. მერე ოთარ კიტეიშვილის პასით ნიკა გელაშვილმა იხეირა, რასაც სლოვაკთა პენალტი და გოლი მოჰყვა.

მერე ისევ გელაშვილმა გამოიჩინა თავი. ბოლოს კი "სლოვანმა" კიდევ
ერთი ბურთი შეაგდო და საბოლოო ანგარიში ასეთი გამოვიდა - 5:2 "დინამოს" სასარგებლოდ.

დინამო: ბეგაშვილი (ჰრდლიჩკა), ჭელიძე (გველესიანი), რენე ფერეირა, ამისულაშვილი, გურული (თევზაძე), ცინცაძე, ალვარო (პარუნაშვილი), ჯიღაური (ს. ლობჟანიძე), ჭანტურიშვილი (ჯანელიძე), იაშვილი (კიტეიშვილი), ქვილითაია (გელაშვილი).

მორიგ (და ბოლო) სპარინგს "დინამო" 13 თებერვალს, ლვოვის "კარპატისთან" ჩაატარებს, მეორე დღეს კი სამშობლოში დაბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
და რატომ არა ლიგა?მითუმეტეს უშანსოდ მოუგო ლიგის ბინადარს(ბატეს)
ოხ ამათი
11 თებერვალი 2016 19:48
0
იქნებ დაწეროთ ვინც იცის, ვინაიდან სტატიის ავტორი საერთოდ არ აგხსენებს, უჩა ლობჟანიძეს ტრამ აქვს თუ რატომ არ თამაშობს ბოლო თამაშებია? და თუ ტრამვა აქვს რამდენად სერიოზული? კაკაბაძეს როგორც ვიცი ტრამვა აქვს... ტვილდიანიც წავიდა... მოკლედ რა ხდება მარჯვენა ფრთაზე??
giorgi
11 თებერვალი 2016 18:33
0
დინამომ კაი ასაკობრივი სინთეზი გააკეთა, საკმაოდ მაღალ ტემპშიც თამაშობს საქართველოს ჩემპიონატის პირობებზე. არა მგონია წელს ვინმე დაუდგეს წინ, თან კაი ჰანდიკაპიც აქვს. ჩემპიონთა არა მარა ევროპა ლიგა არაა უტოპია
irakli Apkhaidze
11 თებერვალი 2016 14:16
0
ყოჩაღ ბიჭებო... აშკარად მოუმატა დინამომ..დაცვაშიც საკმაოდ დამაჯერებლად დგას და შუა ხაზიც კარგ პასებს აკეთებს წინ...ძალიან გამოადგათ გამოცდილი ფეხბურთელების დამატება... მაგრად მინდა რომ ჩემპიონტა ლიგაზე 2 ეტაპი მაინც გავიაროთ ჯიგრულადდ...წინ დინამოო
dinamos gulshematkivari 777
11 თებერვალი 2016 13:48
0
იაშვილით აპირებენ ჩემპიონთა ლიგის მოგებას?????????????????
D-tb
11 თებერვალი 2016 13:46
0
თქვე კაი ხალხო თურმე შეგდზლებიათ თამაში და სად იყავით აქამდე?
giga
11 თებერვალი 2016 10:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული