მაშ ასე, სეზონის მეორე ნახევარში ბოლნისური კლუბის ღირსებას დაიცავენ 19 წლის აკაკი შულაია (ბოლო კლუბი - "ცხინვალი"), მისი თანატოლი გიორგი კილასონია ("რუსთავი"), 21 წლის ირაკლი გოგინაშვილი ("საქსანი", მოლდოვა) და 24 წლის ლაშა გვალია ("დილა").
"ჩვენ გავიარეთ ნაყოფიერი თურქული შეკრება, რომლითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.
როცა მომავალი მატჩების თაობაზე ვაფორმებდით ხელშეკრულებას უცხოურ კლუბებთან, ჩვენი პირობა იყო, რომ მათ
ახალწვეულებს გუნდში ადაპტაციის პრობლემა არ ჰქონიათ. "სიონი" ძალიან მეგობრული გუნდია...
რაც შეეხებათ ჯაბა უგულავასა და ვილი ისიანს, იყო ინტერესი მათ მიმართ. ჩვენ ამ ფეხბურთელებს ვუთხარით, რომ ხელს არანაირად არ შევუშლიდით. მათ "სიონში" თამაში გადაწყვიტეს და დღეს ჩვენი გუნდის წევრები არიან...
ველოდებით კიდევ ერთი მოთამაშის დამატებას, ოღონდ ვერ დავაკონკრეტებ. დიდი ალბათობით, სამ ფეხბურთელს შეველევით. ეს იმ შემთხვევაში, თუ ახალწვეულის საკითხი დადებითად გადაწყდება...
საქართველოს ჩემპიონატს "გურიასთან" მატჩით განვაახლებთ. ამ ეტაპზე, ჩემდა სამწუხაროდ, ვერ ვნახე "გურიას" ვერც ერთი თამაში, თუმცა ვიცით, რომ ეს გუნდი თითქმის მთლიანად შეიცვალა და გარკვეულ ინფორმაციასაც ვფლობთ. მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერია და ჩვენც შესაბამისად ვემზადებით ამ მატჩისთვის", - თქვა კილასონიამ პრეზენტაციაზე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"