I ლიგა. XVIII ტური: ცხინვალის "ლიახვი" დამაჯერებლად ლიდერობს

AutoSharing Option
21 თებერვალს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგა განახლდა. კვირას მე-18 ტურის მატჩები გაიმართა.

ლიდერმა ცხინვალის "ლიახვმა" "მერცხალს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით, 1-0 გაიმარჯვა. ერთადერთი გოლის ავტორი საბა ლომია გახდა.

ცხინვალელები 43 ქულით დამაჯერებლად ლიდერობენ გათამაშებას და უმაღლეს ლიგაში აღზევების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლებიან.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, "ქართლის" სტადიონზე გამართულ შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი დაესწრო.

საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა. XVIII ტური
ალგეთი-გაგრა 0:3
რუსთავი-ბეთლემი 1:2
ლიახვი (ცხ)-მერცხალი 1:0
ჭიათურა-მეშახტე 0:0
სამგურალი-სამეგრელო 6:1
მაჭახელა-სქური 1:0
ვიტ ჯორჯია-ჩხერიმელა 1:0
ოდიში 1919-ბორჯომი 3:1
კოლხეთი (ხ)-იმერეთი 0:1

სატურნირო ცხრილი
ა გ
თ მ ფ წ ბ ქ

1. ლიახვი 18 13 4 1 59-18 43
2. სამგურალი 18 12 1 5 36-20 37
3. ბეთლემი 18 10 2 6 30-25 32
4. ბორჯომი 18 9 5 4 26-17 32
5. კოლხეთი 18 9 4 5 33-16 31
6. რუსთავი 18 7 7 4 17-13 28
7. ვიტ ჯორჯია 18 8 4 6 32-19 28
8. გაგრა 18 9 0 9 28-22 27
9. სქური 18 7 5 6 18-16 26
10. მაჭახელა 18 6 6 6 21-23 24
11. იმერეთი 18 5 7 6 19-27 22
12. მეშახტე 18 4 8 6 11-18 20
13. ოდიში 18 5 4 9 21-37 19
14. სამეგრელო 18 4 5 9 17-29 17
15. ჭიათურა 18 3 8 7 19-33 17
16. ჩხერიმელა 18 4 4 10 20-38 16
17. ალგეთი 18 4 3 11 8-24 15
18. მერცხალი 18 2 5 11 20-40 11.
მკითხველის კომენტარები / 3 /
афсус
David
02:05 23-02-2016
0
Афсус сацодаво Магароели
David
02:04 23-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული