ვილი ისიანი კარიერას "ცხინვალში" გააგრძელებს

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონის" 24 წლის შემტევი ვილი ისიანი კარიერას "ცხინვალში" გააგრძელებს. სეზონის ბოლომდე კლუბსა და ფეხბურთელს შორის საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა.

დიდი ალბათობით, ბოლნისურ კლუბში დაბრუნდება პერსპექტიული მცველი ზურაბ ჯაფიაშვილი, ვინც "სკონტოში" წავიდა, თუმცა ლატვიური ფეხბურთის გრანდი რიგი მიზეზების გამო ადგილობრივ ჩემპიონატში ვერ ითამაშებს, რის გამოც ჯაფიაშვილს საქართველოში დაბრუნება მოუწია.

შესაძლოა, "სიონში" პორტუგალიელი შემტევი ლუის ალბერტო მედინა დაბრუნდეს, ვინც ბოლნისურ კლუბში ადრეც თამაშობდა, ჩემპიონატის პირველი წრე კი ბათუმის "დინამოში" გაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული