ჩიხურა-ზუგდიდი 4:0 - მეკარის ორი შეცდომა და...

AutoSharing Option
ისეთი თავბრუდამხვევი იერიშით დაიწყეს თამაში ზუგდიდელებმა, რასაც პირველივე წუთზე კინაღამ გოლი მოჰყვა, რომ ძნელად საფიქრებელი იყო მათგან დიდი ანგარიშით წაგება, მაგრამ ძალამ ამჯერადაც დახნა აღმართი - საჩხერელებმა იმთავითვე მიიღეს შეთავაზებული ტემპი, მალე გაანეიტრალეს მოწინააღმდეგის ზეწოლა, უპირატესობასაც დაეუფლნენ და რამდენიმე გაცუდებული მომენტის შემდეგ დამხმარედ მოევლინათ... მეკარე.

ეს მოხდა მე-8 წუთზე, როცა ჩიკვაიძის მიერ შორი მანძილიდან შესრულებული ჯარიმის შემდეგ ბურთი ზარქუას მიუგორდა, თუმცა ხელში ვერ შეიმაგრა და საშუალება მისცა სარდალიშვილს, კარში შეეგორებინა.

გოლკიპერის ასეთივე ბავშვურ შეცდომას მოჰყვა მეორე გოლიც - მუმლაძემ მშვენივრად
უპასუხა კუჭუხიძეს. მეკარე დროულად გამოვიდა დასწრებაზე საჯარიმო მოედნის გარეთ, დაასწრო კიდეც, მაგრამ ბურთი მუხლზე აეჭრა და კუჭუხიძესაც აღარაფერი დარჩენოდა გატანის მეტი - 2:0.

სხვა მომენტებში დამაჯერებლად ირჯებოდა ზარქუა, ისევე, როგორც მისი ვიზავი - კაკალაძე. 63-ე წუთზე ზარქუამ მუმლაძის თითქმის აუღებელი დარტყმა ბრწყინვალე ნახტომით მოიგერია, რასაც იქვე უყურადღებოდ დარჩენილი სარდალიშვილის დუბლი მოჰყვა. 65-ე წუთზე კი ენუქიძემ დალაშქრა "ცხრიანი" თავისივე აქტიურობით მოპოვებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ.

აქვე უნდა ითქვას, რომ "ჩიხურას" ეს ახალწვეული თანდათანობით უმატებს. ის და განუგრავა გამორჩეულად საუკეთესოები იყვნენ, თუმცა აუგის სათქმელად ენა არც სხვა ჩიხურელებზე მოუბრუნდებოდა ვინმეს...

შეხვედრის დასრულებამდე მთელი 25 წუთი იყო დარჩენილი და გახალისებული მაყურებლებიც კიდევ ელოდნენ გოლებს. ამის საბაბს ორივე გუნდის თამაში იძლეოდა. შანსებიც უამრავი იყო.

მუმლაძეს (სამჯერ), დავით კირკიტაძეს, ენუქიძეს, ჩიკვაიძეს, სარდალიშვილს ოდნავ მეტი სიზუსტისა და ცოტა გამართლების პირობებში, შეეძლოთ, ასტრონომიულამდე გაეზარდათ ანგარიში. პრესტიჟის გოლის გატანა კი კაკალაძემ არ დაანება სამუშიას, შეველს, ფიფიას...

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
06.03. ივანწმინდა
ჩიხურა-ზუგდიდი 4:0
გოლები: 1:0 სარდალიშვილი (8), 2:0 კუჭუხიძე (48), 3:0 სარდალიშვილი (63), 4:0 ენუქიძე (65)
ჩიხურა: კაკალაძე, თ. კირკიტაძე (46. დ. კირკიტაძე), განუგრავა, გაბაძე (27. მუმლაძე), კორიფაძე, ენუქიძე, სარდალიშვილი, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია, კუჭუხიძე (74. ჯოხაძე).
სათადარიგოები: კუპატაძე, კუსიანი, მეგრელიშვილი, კაკაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
ზუგდიდი: ზარქუა, მაჩაიძე, ფიფია, გაგოშიძე, ჩანადირი, ტყემალაძე, ჩებოტარიოვი, ქირია (46. ლაშხია), კოვალენკო, სამუშია, ქობალია (59. შეველი).
სათადარიგოები: ჯომიდავა, მალანია, სამუშია, თიბილაშვილი, თუთბერიძე
მწვრთნელი: იური ბაკალოვი
გაფრთხილება: ფიფია (56)
არბიტრი: შ. ქუხილავა

XIX ტური
07.03. სამტრედია.
სამტრედია-საბურთალო
"ეროსი მანჯგალაძე". 15:00
ურთიერთშეხვედრები
1: +0 =0 -1, 2:3
პირველი წრე 2:3

XX ტური
11 მარტი, პარასკევი
ლოკომოტივი-სიონი

12 მარტი, შაბათი
დილა-ჩიხურა
ზუგდიდი-დინამო (თბ)

13 მარტი, კვირა
მერანი-სამტრედია
დინამო (ბთ)-ცხინვალი
საბურთალო-გურია
საპოვნელა-შუქურა
კოლხეთი -ტორპედო.

ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10
ჯ. ჯიღაური (დინამო (თბ) 10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული