საქართველოს ჩემპიონატის მატჩში ფეხბურთელები დაჭრეს! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესღა გვაკლდა: ქართულ ფეხბურთში ბევრი ცუდი რამ მომხდარა: არათუ თამაშები გაუყიდიათ, ჩემპიონატი წინასწარაც ეწყობოდა და პრიზიორებიც პირველი ტურამდე იყო ცნობილი. მაგრამ ის რაც დღეს, 16 მარტს, თბილისში მოხდა, ადამიანური წარმოდგენის ფარგლებს სცილდება.

თემქაზე, "შატილის" სტადიონზე, მეორე ლიგის ცენტრალური ზონის გათამაშების ლიდერი თბილისის "მარკ სტარი" მე-4 ადგილოსან გურჯაანის "ალაზანს" ხვდებოდა. რა მოხდა და რამ გამოიწვაი ეს ინციდენტი – ამის შესახებ გუნდებისა და მატჩზე დამსწრე თვითმხილველებს დავეკითხეთ. ამტკიცებენ, რომ თამაში დაძაბულობით არ გამოირჩეოდა და აგრესია არც მეტოქეთა ფეხბურთელებს გამოუვლენიათ. მაგრამ 84-ე წუთზე,
ორივე მხარე აენთო.

ამ დროისთვის, სტუმრები ლიდერს 1:0-ს მიხეილ მახათაძის მიერ 25-ე წუთზე გატანილი გოლით უგებდნენ. ამ დროს, სტუმართა ერთ-ერთ ლიდერს, მცველი გიორგი მურველაშვილს კუნთი დაეჭიმა და სამედიცინო სამსახურის ჩარევამდე, ვერ დგებოდა. ამან "მარკ სტარის" ფეხბურთელთა უკმაყოფილება გამოიწვია და თამაში არ გააგრძელეს:

ჩათვალეს, რომ მურველაშვილი დრო გაჰყავდა. ამასობაში, ტრიბუნებიდან მოედანზე გულშემატკივრები შეცვივდნენ. კინკლაობამ ჯგუფური ხასიათი მიიღო და რადაგან ინციდენტის დაუკრეფავში გადასვლის საფრთხე არსებობდა, მთავარმა არბიტრმა ვაჟა გუმბერიძემ თამაშის ჩაშლის გადაწყვეტილება მიიღო.

თითქოს, ინციდენტი ამოიწურა. მაგრამ მოგვიანებით, დაპირისპირება საფეხბურთო სტადიონის გარეთ გაგრძელდა და ორი ფეხბურთელი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს დაზიანებები ე.წ. "სპიცით" მიაყენეს – გიორგი მურველაშვილსა და აჩიკო ბოყაშვილს.

მოკლედ, თამაში ჩაიშალა და სპორტკომპლექს "შატილში" მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაგრამ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა და ორივე საავადმყოფოდან გამოწერეს.

მაგრამ თამაშის გამო ხალხს ჭრიდნენ და ასახიჩრებდნენ, ასეთი რამ სამხრეთ ამერიკული ისტორიებიდან თუ გვსმენია.

ინციდენტში მონაწილე მხარეები თემქაზე მდებარე პოლიციის შენობაში გადაიყვანეს და დაკითხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.

გარდა ამისა, ხვალ, 17 მარტს, ფეხბურთის ფედერაციის ხემძღვანელობა და სადისციპლინო კომიტეტის წევრები შეიკრიბებიან, მსაჯების მოხსენებით ბარათს გაეცნობიან და მომხდარზე იმსჯელებენ.

"გთხოვთ მედიას, რომ მეორე ლიგის თამაშებს ყურადღება მიაქციოთ, რადგან არაფერი შუქდება და ამით ვიღაცები სარგებლობენ. ისეთი საშინელებები ხდება, ამის წარმოდგენაც შეუძლებელია. დიდი განუკითხაობაა და დროა, ამ ყველაფერს წერტილი დავუსვათ" – გვითხრა ერთ-ერთი გუნდის წარმომადგენელმა, რომემაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
საშინელებაა...რაც შეიძლება მკაცრად უნდა დაისაჟონ.
niki
17 მარტი 2016 18:51
0
ქურდული "ბლატნოი"გაგების თბილისი ,საქართველო გვიბრუნდება?მკაცრად თუ არ დაისჯებიან ამის ჩამდენები კვლავ აყროლებულ საბჭოთა რუსულ დაჩოქილ გრუზიაში დავბრუნდებით
x
17 მარტი 2016 14:07
0
ნაკრების ახალ მწვრთნელს წელიწადში ხელფასი 480 ათასი დოლარი აქვს, პლიუს კიდევ ბონუსებიო. განაცხადა კობიაშვილმა.რა ხდება? რისი იმედი გვაქვს ამ ეტაპზე მაინც? სირცხვილია.
koka
17 მარტი 2016 10:03
0
მეორე ლიგა კი არა, საერთოდ გასაუქმებელია საქართველოს ჩემპიონატი!
irakli
17 მარტი 2016 08:55
0
ხოდა მაგაშია საქმე ზუსტად ვერ წავიდა საქმე ისე როგორც გაკეთებული იყო დამოუვიდათ ჩხუბი .... მეორელიგა კატასტროფულ მდგომარეობაშია იქ მარტო ფული კეტდება ყველა დონეზე და ფეხბურთი და სპორტი ყველას კიდია ფეხბურთელიან მწვრთნელიან მსაჯიან მასაჟისტიანად
LSD
17 მარტი 2016 02:44
0
აბა ის რაც მეორე ლიგაში ხდება მართლა ყველა საზღვარს სცდება... თამაშები ისე კეთდება რო სულ ღიმილ-ღიმილით მიჰყავთ მსაჯებს საქმე ბოლომდე...ეს იმიტომ, რომ პატრონი და მომკითხავი არ ყავს მეორე ლიგას... წინასწარ იციან ვინ გადავა მეორედან პირველ ლიგაში... ხელმძღვანელიან-მსაჯიან დელეგატიან კომისრიანად... აბა რა... მთავარია განვითარების პროგრამა არსებობს და დალშე...ვინ სად რას და როგორ გააკეთებს არავინ კითხულობს... აბა კაცი დაჭრეს თამაშის დროს (თუ მერე რა აზრი აქვს) და იმეედია ახლა მაინც განვვითარდებით და მიხედავთ აჭაობებულ მეორე ლიგას... ეს რა თქმა უნდა ფედერაციას ;)
milanista
16 მარტი 2016 21:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული