11:39 04-04-2016
მერანი-სიონი 1:1 - წამგებიანი ზავი [VIDEO]
AutoSharing Option
მეორე წრეში ვარლამ კილასონიას გუნდი დაუმარცხებელია - ბოლო ექვს ტურში "სიონმა" 2 თამაში მოიგო, ხოლო 4 ფრედ დაასრულა.
აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა "მერანში" - წარმატებული სტარტის შემდეგ გუნდმა ვერა და ვერ შექმნა საკუთარი სათამაშო სტილი, რაც, შესაბამისად, შედეგშიც აისახა - უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში მოპოვებული 2 ქულა გასავარდნ ზონაში მყოფ მარტვილელთათვის ვერაფერი ბედენაა.
არადა, მატჩის დებიუტი მასპინძელთა უპირატესობითა და მათი სწრაფი გოლით აღინიშნა: მარცხენა ფლანგიდან ნოდარ კიკნაველიძის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს თავურით შეეგება ანდრო გიორგაძე და თავისიანები წინ გაიყვანა.
ხუთიოდე წუთში მერანელებს ანგარიშის გაზრდის ჩინებული შანსი მიეცათ, როცა ჩიმაკაძე-გოგუაძის კომბინაციას ნიკა საბანაძე გამოეხმაურა, მაგრამ ამ უკანასკნელის თავური მცირე მანძილით ასცდა კარს.
გულხელდაკრეფილნი არც სტუმრები ყოფილან. ისინი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტებს ხშირად ქმნიდნენ, ძირითადად კი, შორეული დარტყმებით ცდილობდნენ ფონს გასვლას.
თუ პირველ ნახევარში ძირითადად მარტვილელები დომინირებდნენ, შესვენების შემდეგ მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა.
სტუმრებმა მიზანს 62-ე წუთზე მიაღწიეს: ლაშა გვალიამ "სტანდარტულიდან" საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც არეულობის შედეგად ბურთი უმეთვალყურეოდ დარჩენილ გიული მანჯგალაძეს მიუვიდა და საშუალო დისტანციიდან ყუმბარისებური დარტყმით ანგარიში გათანაბრდა.
"მერანს" რამდენჯერმე მიეცა კონტრშეტევის განხორციელების საშუალება, თუმცა აქედან ვერაფერი გამოადნო. ერთ-ერთ ეპიზოდში შესანიშნავად გაისარჯა კიჭი მელიავა, რომლის გადაცემის შემდეგ შესვლაზე შესულმა ირაკლი ციცხვაიამ ბურთი მცირე მანძილით ააცილა მიზანს.
ბოლოსკენ "მერანი" წაგებას გადაურჩა - დავით სვანიძემ ახლო მანძილიდან ბურთი სასწაულებრივ ააცილა ზურაბ მამალაძის კარს.
საბოლოოდ, სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, ფრე მასპინძლებისთვის (რომელთა რიგებშიც საკმაოდ კარგი კონტინგენტია თავმოყრილი) წამგებიანი ზავია, სტუმრები კი, მართალია, ნაბიჯ-ნაბიჯ, თუმცა დაუმარცხებლად და მიზანმიმართულად განაგრძობენ სვლას ევროტურნირებისკენ.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXII ტური
02.04. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
მერანი-სიონი 1:1
გოლები: 1:0 გიორგაძე (7. კიკნაველიძის პასით), 1:1 მანჯგალაძე (62)
მერანი: მამალაძე, მელიავა, ორბელაძე (27. უგულავა), გიორგაძე, გეგია, წყაროზია (65. ი. ციცხვაია), კიკნაველიძე (72. აშორტია), ციმაკურიძე, გოგუაძე, ჩიმაკაძე, საბანაძე.
სათადარიგოები: სევოსტიანენკო, შენგელია, რუხაია, ჯღამაია
მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია
სიონი: მერლანი, საჯაია (24. გოგინაშვილი), გაფრინდაშვილი, სვანიძე, კოლასონია, გურეშიძე, რაზმაძე, ვასაძე (58. გვალია), მანჯგალაძე, ლუის მედინა (67. გოგობერიშვილი), ტატანაშვილი.
სათადარიგოები: ნანიევი, ფოფხაძე, კობახიძე, შალამბერიძე
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გაფრთხილება: კილასონია (62), ტატანაშვილი (87)
არბიტრი: გ. დოგრაშვილი.
ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ო. მარცვალაძე (დილა) 14
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 12
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12
ჯ. ჯიღაური (დინამო (თბ) 12
მომდევნო, XXIII ტური
6 აპრილი, ოთხშაბათი
სიონი-ზუგდიდი
ჩიხურა-ცხინვალი
შუქურა-მერანი
სამტრედია-დინამო (ბთ)
ლოკომოტივი-კოლხეთი
საპოვნელა-საბურთალო
გურია-დილა
დინამო (თბ)-ტორპედო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული