"ვადაჭკორია თამაშს აგრძელებდა, მაგრამ მეოთხე მსაჯს დაუჯერა..." [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის გამართულ ბოლო ქართულ "კლასიკოს" დიდი რეზონანსი მოჰყვა. თბილისელებმა გამარჯვება (2:1) მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, გიორგი ქვილითაიას პენალტის წყალობით მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ დინამოელი ჯაბა ჯიღაურის მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი, უკვე ბაჩანა არაბულის დარტყმულს, ანრი ჭიჭინაძე გადაეღობა. გიორგი ვადაჭკორიამ პენალტი დანიშნა. მისი აზრით, მცველმა ხელით ითამაშა.

იყო თუ არა დასანიშნი პენალტი დინამო-ტორპედოს მატჩის ბოლო წუთზე? [VIDEO]
დინამო (თბ)-ტორპედო 2:1 - ბოლო წამის დრამა [VIDEO]

ქუთაისელებმა არბიტრის გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნიეს. მათი აზრით, "ტორპედო" ქულას
იმსახურებდა.

"მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ პენალტის დანიშვნისას მსაჯი შეცდა. ვადაჭკორია იქვე ახლოს იყო, ყველაფერს უყურებდა და შეეძლო, თამაში გაეგრძელებინა.

თავიდან ასეც მოიქცა, მაგრამ მერე მეოთხე მსაჯს დაუჯერა და პენალტი დანიშნა. სამწუხაროა, რომ ამ შეცდომის გამო ქულა დავკარგეთ, რომელსაც თამაშიდან გამომდინარე ვიმსახურებდით", - ამბობს "ლელოსთან" ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი სუხიაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
chempionati iqneba momavlidan avtvals arenaxveba ra....federacia fulebs aketebs gundebi ki shimshilid suls gafaven...
0
რაც არ უნდა მწარედ დავწერო ვიცი ადმინი მაინც ჩაასწორებს მაგრამ მაინც უნდ ვთქვა , რომ ფიფიამ იყიდა მტელი ფედერაცია და ეს უკვე ნათლად ჩანს სხვა ახსნა არ შეიძელბა მოეძებნოს ყოველივეს რაც ახალი ფედერაციის მოსვლის შემდეგ "დინამოსადმი" დამოკიდებულებაში ხდება ეს არის ცირკი დაარაფერი სხვა ნაჩუქარი 9 ქულა მოგონილი პენალტები , საჯარიმოში მოკოტრიალე "დინამოს" ფეხბრთელები და ჩასაფრებულის პოზიციაში მყოფი მსაჯები შენ დაუკა ფიფია შენთვის ცეკვავს კობიაშვილი და ძმანი მისნი ანდაც რა გასაკვირია ფედრაციაშიც ხომ თითქმის ყველა ყოფილი "დინამოელია"
kukuta
10:59 09-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული