სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა ორი კლუბი დასაჯა

AutoSharing Option
27 აპრილს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში, სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომის დღის წესრიგი:

1. ს.კ. ზუგდიდის "ოდიშისა" და ს.კ. ცხინვალის "ლიახვის" მატჩისას, "ლიახვის" შემადგენლობაში დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის თამაში;

2. ს.კ. თერჯოლის "საპოვნელას" დირექტორის, მირიან გეწაძის საჯარო განცხადება;

კომიტეტის წევრები გაეცნენ წარმოდგენილ მასალებს, მოისმინეს მატჩების დირექტორების, მსაჯებისა და გუნდების წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებები და სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის საფუძველზე დაადგინეს:

1. ს.კ. ცხინვალის "ლიახვის მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის მატჩში მონაწილეობას. შესაბამისად, ს.კ. ცხინვალის "ლიახვი" სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის თანახმად დაისაჯოს
შემდეგი ფორმით: 1. გაუქმდეს მატჩის ოქმით დაფიქსირებული ანგარიში 2-1 და ს.კ. ცხინვალის "ლიახვს" ჩაეთვალოს დამარცხება ანგარიშით 0:3. 2. ს.კ. ცხინვალის "ლიახვს" დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. 

2. ს.კ. თერჯოლის "საპოვნელას" წარმომადგენლის, მირიან გეწაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით დისკრედიტაციის მცდელობას და დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთებას. შესაბამისად, თერჯოლის "საპოვნელას" დაეკისროს ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთობ საეჭვო პენალტი რომ არ დაუდო სწორედ მაგიტომ 10წამში დაარღვია საკუთარ საჯარიმოში ვერ გაბედავს მსაჯიო, მაგრამ არ გამოუვიდა, თქვენი ნათამაშევი ფეხბურთი არ გაიშვა, აფერისტობით ფონს გასვლა რომ გინდათ. ასეთი დარწმუნებულები თუ ხართ სასამართლო და მისი ჯანი, ეგ ერთი და მეორეც სიაფანტობების გამო საარსებო წყაროზე უარს არავინ იტყვის.მით უმეტეს ფიფას კატეგორიის მსაჯი
0
რათქმა უნდა გეწაძეზე უნდა გადატყდეს ჯოხი (აბა ჩემშვილს ხომარმოვჭრი კუდსო აღმასკომმა)გეწაძე იტყოდა თუ არიტყოდა რამნიშვნელობა აქვს? ვინც თამაშს დაესწრო და ვინც ვიდეო მიმოხილვა ნახა იმათ როგორ აუხსნით რაც იმთამაშზე მოხდა?ალბათ მსაჟი უბრალოდ ცდებოდა ოღონდა სულ ერთი გუნდის საწინაღმდეგოდ ხო?
romandro
23:28 07-05-2016
0

სიახლეები პოპულარული