მერაბ ჟორდანიას განცხადება ქუთაისის "ტორპედოსთან" დაკავშირებით

AutoSharing Option
მერაბ ჟორდანია Sportall.ge-ს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, შესაძლოა, მან ქუთაისის "ტორპედო" შეიძინოს.

მერაბ ჟორდანიას ქუთაისის "ტორპედოს" შეძენა სურს?


განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მეგობრებო, მოგესალმებით.

ვადასტურებ, რომ საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოში" შექმნილი მძიმე სიტუაციის შემდეგ მქონდა საქმიანი საუბრები კლუბის მესვურებთან და მზად ვარ, ჩემს მეგობრებს, ვინც დღეს ქუთაისის "ტორპედოში" ინვესტიციის ჩადებას გეგმავს, მაქსიმალურად დავეხმარო.

ქუთაისის "ტორპედო" - ეს ის გუნდია, რომლის მაისურითაც მე არაერთი შეხვედრა მაქვს ჩატარებული და ჯერ კიდევ შარშან განვაცხადე, რომ ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის შევეცდებოდი, ამ
გუნდისთვის მაქსიმალური დახმარება გამეწია.

აქვე ვადასტურებ, რომ დახმარების წინადადებით მე ჩემი მშობლიური გუნდის, ლანჩხუთის "გურიის" წარმომადგენლებმაც მომმართეს.

ვიმეორებ: ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში მზად ვარ, ვიყო ქართული ფეხბურთის მხარდამჭერი", - ნათქვამია განცხადებაში.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან კარგი იქნება! ჟორდანია ძალიან ნიჭიერი მენეჯერია,ეს ჰოლანდიაშიც დაამტკიცა.
dima
11 მაისი 2016 10:25
0
ინტუიცია მკარნახობს რომ მარტო ტორპედოს, რომელიც ევრო-ტურნირებზე გირსეულად გამოვა.
ანატოლი
11 მაისი 2016 10:11
0
ძალიან მაგარი იქნება, თუ ტორპედოს გამოცდილი კერძო მეპატრონე ეყოლება!
kote
10 მაისი 2016 20:55
0
რაღაც ვერ გავიგე ორივეს დაეხმარება გურიასაც და ტორბედოსაც?
jm
10 მაისი 2016 20:00
0
...!!!!
jondi
10 მაისი 2016 17:59
0
მივესალმები თქვენს ქართულ ფეხბურთში დაბრუნებას
gurami
10 მაისი 2016 16:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული