უმაღლესი ლიგა. XXIX ტური: "სიონმა" წააგო, "ჩიხურამ" მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

14 მაისს უმაღლესი ლიგის ბოლოს წინა XXIX ტურის 7 მატჩი გაიმართა.

მარტვილის "მერანისა" გორის "დილას" შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა. ბათუმის "დინამომ" ბოლო წუთზე შეძლო სტუმრად "საბურთალოს" დამარცხება.

ლანჩხუთის "გურია" შინ "სამტრედიასთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა. თბილისის "დინამომ" სტუმრად ბოლნისის "სიონს" სძლია. "სიონს" ევროთასების საგზურის მოსაპოვებლად მხოლოდ ერთი გზა დარჩა საქართველოს თასის მოგება, რადგან საჩხერის "ჩიხურამ ქობულეთის "შუქურას" სტუმრად მოუგო და ცხრილში ბოლნისელებს უკვე 7 ქულით უსწრებს. "ჩიხურას" მეოთხე ადგილი უკავია ცხრილში.

"ზუგდიდმა" შინ ფოთის "კოლხეთი" დაამარცხა, ხოლო "საპოვნელამ" ზესტაფონში
"ცხინვალს" სძლია.

მარტვილი, "მურთაზ ხურცილავა"
მერანი-დილა 3:2
გოლები: 1:0 ჯაბა უგულავა (13), ვანო ხაბელაშვილი (პენ. 16), 2:1 ირაკლი ძარია (46), 2:2 (73), 3:2 (95)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო
საბურთალო-დინამო (ბთ) 1:2
გოლები: 1:0 რატი ცაწკრიალაშვილი (49), 1:1 თამაზ მაქაცარია (86), 1:2 თეიმურაზ შონია (93)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ლანჩხუთი, "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-სამტრედია 0:2
გოლები: ნიკა სანდოხაძე (31), 0:2 დათუნაიშვილი (62)

ბოლნისი, "თამაზ სტეფანია"
სიონი-დინამო თბ 1:2
გოლი: 0:1 საბა ლობჟანიძე (35), 0:2 გიორგი ქვილითაია (37), 1:2 (93)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ქობულეთი, "ჩელე არენა"
შუქურა-ჩიხურა 0:2
გოლები: 0:1 დავით კირკიტაძე (17), 0:2 (70)

ზემო ეწერი, ცენტრალური სტადიონი
ზუგდიდი-კოლხეთი 2:1
გოლები: 0:1 ვლადიმირ კორობკა (5), 1:1 2:1 გურამ სამუშია (63, პენ. 84)

ზესტაფონი, "დავით აბაშიძე"
საპოვნელა-ცხინვალი 2:1
გოლები: 0:1 ვილი ისიანი (31), 1:1 გიორგი ბიბილეიშვილი (58), 2:1 გიორგი ბუხაიძე (67)

- უმაღლესი ლიგა. XXIX ტური: ქუთაისის "ტორპედოს" ზედიზედ მე-4 გამარჯვება
მკითხველის კომენტარები / 17 /
როდის შემდეგ იგებენ ხოლმე ერთდროულად ცხრილის ბოლო სამ ადგილზე მყოფი გუნდები ჩვენს ჩემპიონატში? სამარცხვინო ცირკს გავს უკვე ეს ყველაფერი.

16-გუნდიანი ჩემპიონატის მომხრეების აზრი მაინტერესებს - ესაა ხომ ოპტიმალური ფორმატი?
Kote
15 მაისი 2016 02:12
0
ჰოდა რო არ გინახავთ მერანი და სტადიონზე არ ყოფილხართ ხმას ნუ იღებთ, რომ არა მერანის ამჟამინდელი უგუნური სტაფი ეს გუნდი თავის სიტყვას იტყოდა. მერანს ყოველთვის ეყოლება კარგი თაობა, ელგუჯა გრიგალაშვილი, პაპუნა ფონიავა, ლევან გეგეჭკორი, შულაია კიდევ. ამ უკანასკნელ 3-ს ხშირად ახალგაზრდულებში იძახებენ. და მერანის სტადიონზე ერთხელ თუ არ მიხვალთ და არ ნახავთ თუ რა ატმოსფერო და ჯოჯოხეთია მოწინააღმდეგისთვის ვერც ვერასდროს მიხვდებით ამ გუნდის ფასს. იყო დრო როცა შინ არ აგებდა ეს გუნდი. ასე რომ თავი დაანებეთ ფედერაციას. მე ყველაფერს ვაბრალებ ყოველი კლუბის სტაფს და მათ მუშაობას თორე აქამდე მინიმუმ 1 გუნდი მაინც გავიდოდა ევროთასებზე.
igori
15 მაისი 2016 01:13
0
ე/ი რა გუნდები გვყოლია,განსაკუთრებით.მერანი და თერჯოლა ამ ბოლო ტურებში ხომ საერთოდ არავის ინდობენ,ყველას უგებენ,ვინც არ უნდა იყოს და ბოლო ტური საერთოდ რა გასაკვირია რომ მოიგონ განსაკუთრებიით მერანმა რომელიც მსაჯმა დღეს სანამ ბრთი არ გაატანინა მანამ თამაში არ დაამთავრა. აქედან გამომდინარე ფედერაცია ვითომ ებრძვის გარიგებულ თამაშებს.თფუიიიიიიიიი.
თენგო
15 მაისი 2016 00:05
0
არ უშველა გორის დილას და მერანს შარშანდელმა ჯარიმებმა და რაპორტებმა,თამაში არ მინახავს მაგრამ 100 % დარწმუნებული ვარ რომ გარიგებული იყო.აბა ახლა გამოჩნდება ახალი ფედერაციის კეთილი ნება.
მემატიანე
14 მაისი 2016 23:03
0
ყოჩაღ ჩიხურა.
იმედია რომ 2 იმერული კლუბი საკმაო წარმატებებს მიაღწევენ ევროპალიგაზე.

რა მოხდა სიონში მაინც ვერ გავიგე მატჩის დრო რა გამწარებული დედის გინებები იყო და ბოლოს კი სკამების სროლა..იქნებ დაწეროთ დეტალებში?

Guadua
14 მაისი 2016 21:59
0
ერტი სამტრედიაა რომელიც არ მაიმუნობს და ულოცავ წარმატებები უსურვოტ.. დანარცჰენები ვისაც როგორ აწყობს ისე მტავრდება ტამაშები...
gia
14 მაისი 2016 21:43
0
საბურთალოს რატო აღარ აქებთ და ადიდებთ 300 000 ეუროებს რო უხდიან ესპანელებს სამთავრობო ფულებიდან წააგეს ხო თამაშები ეჰ ბიდზიკო ტყუილა ყრიან ხალხის ფულს
re
14 მაისი 2016 19:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული