ვიცით, რასაც ვკიდებთ ხელს - "ტორპედოს" მომავალი პრეზიდენტის ამბიციური გეგმა

AutoSharing Option
ფოტოზე: შეხვედრა საღორიას ბაზაზე
ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახურის ცნობით, კლუბის კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესი თითქმის დასრულებულია, დარჩა მხოლოდ ფორმალური მხარე. ამჟამად, "ტორპედო" ქუთაისის მერიის ბალანსზეა, მაგრამ უახლოეს პერიოდში წარმატებულ ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფის ხელში გადავა...

წარდგენა
"ტორპედოს" ახალმა ხელმძღვანელობამ საღორიის ბაზაზე გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. კლუბის მომავალი პრეზიდენტი ზაალ (ზაზა) ჩაჩავა იქნება, ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა უკვე იცით - კობა ჟორჟიკაშვილი, ხოლო აღმასრულებელ დირექტორად ზურაბ ჩაკვეტაძე იმუშავებს.

ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციების მიხედვით, ზაალ ჩაჩავა კომპანია "კაზინო აჭარაბეთის" პარტნიორია. ამავე დროს, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული
პირების რეესტრის ამონაწერში ვკითხულობთ, რომ ქუთაისის "ტორპედოს" ახალი ხელმძღვანელი შპს "ვედიმპექსის" დამფუძნებელია "ქროსვეისთან", თეიმურაზ უგულავასა და შპს "მეგაფუდთან" ერთად, ხოლო 2009 წლის თებერვალში წყალბურთის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

"ტორპედოში" ჩვენი ჯგუფის მოსვლა უდიდესწილად ზურაბ ჩაკვეტაძის დამსახურებაა. ბოლო დროს კლუბში მიმდინარე პროცესებში აქტიურად ვართ ჩართულები, ვიცნობთ ვითარებას და, აქედან გამომდინარე, ყველას გთხოვთ, ინტრიგებს ნუ აჰყვებით. წინ უნდა გავიხედოთ.

ჩვენ "ტორპედოსთვის" ყველაფერს გავაკეთებთ. მიზანი ერთია: "ტორპედო" ძლიერ კლუბად ვაქციოთ, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის ფავორიტი იქნება და ევროპულ ტურნირებზე სისტემატურად ითამაშებს", - ამბობს ზაალ ჩაჩავა.

საინტერესოა, რომ ქუთაისელთა ახალი ხელმძღვანელი ამ ქალაქში გაზრდილი ოლიმპიური ჩემპიონის, ქართული სპორტის ლეგენდის სიძეა. ეს თავად თქვა:

"კარგად ვიცით, რა საქმესაც ვკიდებთ ხელს. ისიც იცოდეთ, რომ ქუთაისი ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი ქალაქია, რადგან ჩემი მეუღლე დიდი კალათბურთელის, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის, ზურაბ საკანდელიძის ქალიშვილია".

კობა ჟორჟიკაშვილი: "ჩემთვის "ტორპედოში" მუშაობა უდიდესი პატივია. დიდი ტრადიციების მქონე კლუბის მწვრთნელობა რთულიცაა და საინტერესოც, რადგან შედეგი მოკლე დროში უნდა დავდოთ. მე სწორედ ამისთვის ვარ ქუთაისში.

Sportall.Ge"ტორპედო" არ იმსახურებს იმ ყოფნას, რომელშიც ბოლო დროს აღმოჩნდა.

მივესალმები კლუბის კერძო ინვესტორის ხელში გადასვლას, რაც ნამდვილად ხელს შეუწყობს როგორც "ტორპედოს", ასევე ქართული ფეხბურთის განვითარებას.

ჩემი აზრით, ყველა ქართული კლუბი ამ გზით უნდა წავიდეს და სახელმწიფო სახსრებზე დამოკიდებული კლუბები შემცირდეს".

მალე მთავარი მწვრთნელი თავის შტაბს წარადგენს, გუნდი კი ჩემპიონატისთვის მზადებას 15 ივნისიდან დაიწყებს. ამ ეტაპისთვის, ჟორჟიკაშვილს მთავარ ამოცანად "ტორპედოს" გაძლიერება ესახება:

"გუნდი 15 ივნისს შეიკრიბება და თავიდან ქუთაისში მოემზადება. სასელექციო მუშაობა გრძელდება - "ტორპედოში" რამდენიმე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელის დამატებას ვაპირებთ, მოლაპარაკებები უცხოელებთანაც გვაქვს.

ჩემპიონატი 7 აგვისტოს იწყება და ეს პერიოდი საფუძვლიანად უნდა გამოვიყენოთ, მეორე ეტაპს კი უცხოური შეკრებით გავაგრძელებთ, რომელსაც კალენდრის მიხედვით დავგეგმავთ".

შტელინი "ტორპედოსთან" ითანამშრომლებს
გუშინდელ პრეზენტაციასთან ერთად, ქუთაისის "ტორპედოდან" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ შტელინიც გააცილეს. მან გუნდიდან წასვლაზე უფრო გახსნილად ილაპარაკა.

Sportall.Ge"სიმართლე გითხრათ, გამგზავრება მიმძიმს. მეგონა, სამი წლით მაინც ვიმუშავებდი. ამის თაობაზე კლუბის დირექტორთან ვილაპარაკეთ და დიდი ხნით დარჩენა მსურდა.

მაგრამ "ტორპედოს" ყოფილ პრეზიდენტს ჩემთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი არ ჰქონდა და ეს პირდაპირ მაგრძნობინა - ახალი კონტრაქტი არ იქნებაო.

მერე კი, იცით, რომ "სტანდარდი" დამიკავშირდა, რომელთანაც ახლახან უვადო ხელშეკრულება გავაფორმე.

"ტორპედოს" ახალი ხელმძღვანელები დამელაპარაკნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ბელგიელებთან უკვე შეთანხებული ვიყავი.

თუმცა, მათმა თბილმა დამოკიდებულებამ და საქციელმა ძალიან გამახარა", - ამბობს შტელინი. მან საინტერესო სიახლეც გვითხრა:

"ადრე თუ გვიან, საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები და სადმე მთაში სახლს შევიძენ.

აქ ზურასთან (ჩაკვეტაძე) და ქართველ მეგობრებთან კონტაქტს შევინარჩუნებ და აუცილებლად ვეცდები, "სტანდარდს" ქართველებზე ინფორმაცია მივაწოდო. მართალია, იქ დუბლების გუნდს ვუხელმძღვანელებ, მაგრამ სკაუტინგსაც შევითავსებ. თუმცა, ჯერ უნდა ვიცოდე, მათ რა მოთხოვნები აქვთ".

ენდელაძე ტორპედოელია
"ლელოს" ინფორმაცია გუშინ კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა: ავთო ენდელაძე ტორპედოელია. 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ქუთათურებთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ზუგდიდის "ბაიას" აღზრდილმა ენდელაძემ უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩი 16 წლისამ ჩაატარა. ამას გარდა, უთამაშია "ზესტაფონში", "ზუგდიდსა" და "სამტრედიაში", ასევე, საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 22 /
მარცვალაძე რა ცუდია? რითია ნაკლები ვაწაძეზე? მეტი თუ არაა კიდევ
giga
02:59 11-06-2016
0
იცით ძალიან გახარებული ვარ!მინდა ტორპედო მუდამ კარგად ასპარეზობდეს!ბინძურად ხმას ესეიგი იღებდა ივიცი ხალხი და მართლაც ბიუჯეტის მღრნელი ტიპაჯები,აი პრეზიდენტი რომ ერქვა იმ ჩინოვნიკური თაობის ყაიდის ადამაინი.თორემ ვინც თანამედროვედ ხედავს და გუნდის პრობლემა დაინახა დირეკტორის სახით მან უმოკლეს ხანში სპონსორი მოიზია,რაც მის წარმატებულ საქმიანობას აღნიშნავ,ასევე შტელინის ჩამოყვანაც პლიუსი იყო.ეს იმას ნიშნავს რომ ბიუჯეტის ფუკლის ღრნა ვისაც უნდოდა ისინი დამარცხდნენ.
simartle
18:09 10-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული