სფფ-ისგან უპასუხოდ დარჩენილი "ვიტ ჯორჯია": ჩვენ კანონს ვემორჩილებით!

AutoSharing Option
როგორც იცით, საქართველოს ორგზის ჩემპიონ "ვიტ ჯორჯიას" უარი ეთქვა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობაზე.

ამასთან დაკავშირებით "ვეტერინართა" პრეზიდენტმა გურამ რუხაძემ "ლელოსთან" ვრცლად ისაუბრა და მკითხველს ის ტექსტიც გავახსენეთ, რომლითაც თავის დროზე "ვიტ ჯორჯიამ" საფეხბურთო საზოგადოებას მიმართა.

"ვიტ ჯორჯიის" პრეზიდენტი: სამართლის პოვნის სხვა გზა აღარ დაგვრჩა!

ვიტელები სამართლის ზეიმს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის გადაწყვეტილებებისგან ელოდნენ. როგორც გავიგეთ, კლუბში საერთოდ არ მიუღიათ პასუხი სფფ-ისგან.

ამის მიუხედავად,
"ვიტ ჯორჯია" ყურების ჩამოყრას არ აპირებს. კლუბის პრეზიდენტ გურამ რუხაძის თქმით, როგორც კანონმორჩილი კლუბი, "ვიტ ჯორჯია" აუცილებლად ითამაშებს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ ლიგაში და კვლავ ორიენტირებული იქნება მომავალზე. გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადებაც დაიწყო.

როგორც შევიტყვეთ, "ვიტ ჯორჯია" ამ დროისთვის ორი ფეხბურთელით გაძლიერდა. კლუბის ახალწვეულები არიან ძმები - გურამ და გიგა გურეშიძეები. პირველი მათგანი ფოთის "კოლხეთის" ღირსებას იცავდა, მეორე კი - ხონის "იმერეთის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოკლედ კობიაშვილი მთელი მონდომებით მუშაობს ქართული ფეხბურთის მოკვლაზეც და საკუათარი სახელის მოსპობაზეც. ყოჩაღ კობი :)
jarji21
11:21 16-06-2016
0
ვიტ-ჯორჯია დაჩაგრეს !
თბილისი
16:08 16-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული