მაგრამ კლუბში კერძო მეპატრონე, ზაზა ჩაჩავა მივიდა და ამის შემდეგ საინტერესო პროცესი დაიწყო. ქუთაისელებმა ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნახევარმცველი, გორის "დილასა" და ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები გუგა ფალავანდიშვილი გადაიბირეს.
გორიდან ქუთათურებმა სხვა სახის შევსებაც
ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მატიასევიჩი საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია და ქართულ ფეხბურთსაც კარგად იცნობს. ამ სფეროში პირველი ნაბიჯები სერბეთში, უმაღლესი დივიზიონის კლუბ ლუჩანის "მლადოსტის" აკადემიის დირექტორის რანგში გადადგა. 3 წლის განმავლობაში ის ამავე კლუბის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გახლდათ. ბოლო 5 წელიწადი კი საქართველოში საქმიანობს: ჯერ რუსთავის "მეტალურგთან" თანამშრომლობდა, ხოლო შემდეგ - გორის "დილასთან".
პარალელურად, მატიასევიჩი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშიც მუშაობდა. ის A-კატეგორიის ლიცენზიას ფლობს, ფეხბურთის ფედერაციამ კი მწვრთნელთა განათლების კურსებზე B-ლიცენზიის მაძიებელ მწვრთნელთა ლექტორად მიიწვია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"