ლანჩხუთის "გურიაში" ოთხი ბრაზილიელი და ერთიც კოტდივუარელი მოიყვანეს

AutoSharing Option
29 ივნისს, 17 საათზე, "გურია" გრიგოლეთში, საკუთარ ბაზაზე ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს. გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებებია - გარდამავალ ჩემპიონატს "გურია" უმეტესად ახალი ფეხბურთელებით ჩაატარებს.

გადაწყვეტილია, რომ გუნდს თემურ მახარაძე გაწვრთნის.

ბაზაზე უკვე იმყოფება ოთხი ბრაზილიელი და ერთიც კოტდივუარელი ფეხბურთელი. ეს უკანასკნელი, ჰასან ბელემოუ, 23 წლისაა და ამპლუით შუახაზელია.

როგორც იცით, გასულ სეზონში "გურიაში" 10-ზე მეტი ლეგიონერი ირიცხებოდა, რომელთაგან ოთხმა - კლუბი უკითხავად დატოვა. დანარჩენებიდან უმეტესობასთან კონტრაქტი აღარ გაგრძელდა.

ძველი ლეგიონერებიდან რჩებიან - უკრაინელები ევგენი მოროზენკო, ანდრეი პოლტავცევი და ვასილი შტანდერი, ასევე,
სერბი ალეკსანდარ იოვანოვიჩი. ახალი სეზონიდან ლეგიონერებზე მკაცრი შეზღუდვები შედარებით შემსუბუქებულია.

სამშაბათს ბაზაზე იმყოფებოდა და გუნდი მოინახულა ლანჩხუთის გამგებელმა და კლუბის პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 26 /
ახალი გასტროლიერებლები.
გოგა
29 ივნისი 2016 10:38
0
ძალიანაც კარგი, ყოველთვის ვამბობდი რომ ჩვენი ჩემპიონატის განვითარების გასაღები ლეგიონერთა სიმრავლეშია...
არ დაიწყოთ ეხლა აქაურს 2, 5 და 10 თავით უნდა ჯობდესო, ჩვენი ბავშვები ვათამაშოთო და მსგავსი სისულელეები...
მთელი მსოფლიოს კლუბები ასე მუშაობენ, ჩამოყავთ მრავლად ლეგიონერები, 10-დან 1-მაც რომ გაამართლოს იმ ათივეს ფულს ამოიღებს და კლუბს კიდევ მოგებაც რჩება...
თან ვითარდები, ახალს ეცნობი, წინ მიდიხარ, ჩვენი ფეხბურთელები რომ ბოთლებივით ერთი კონვეირიდან გამოშვებულს გვანან, სხვა საფეხბურთო კულტურას ეცნობი, სხვა სკოლის წარმომადგენელი სხვა პლიუსებს გიჩენს, კონკურენციას აჩენ, იგივე ქართველს მოტივაციას სძენ რომ აჯობოს და გუნდი ფუნქციონალურადაც ვითარდება...
ქართველი პატარა ბავშვების ყურება თუ გინდათ კიდევ წადით დუბლებს ან ელიტ-ლიგას უყურეთ, უმაღლესი ლიგა კაცების და ოსტატ ფეხბურთელტა ჩემპინატი უნდა იყოს...
Walkabout
29 ივნისი 2016 10:29
0
ფაქტია, ეს ურუშაძე მაგრად ჩალიჩობს - ჩამოყავს ვიღაცები გუნდში და ბიუჯეტის მაყუთს ღუნავს, არც შედეგი აქვს და არც არაფერი, მაგრამ არავინ ჰყავს მომკითხავი - დაშტერებულია ხალხი გურიაშიც და სხვაგანაც და ეგაა რა.
gela
29 ივნისი 2016 10:25
0
სურათის ფონია მაგარი და შლოპანცები :)
david
29 ივნისი 2016 10:21
0
ესენი სელექციით არიან დაკავებული თუ ტრეფიკინგით
llcl
29 ივნისი 2016 10:17
0
კაცო ამ კაფელჩიკების ჩამოყვანას, ქართველებს მისცეთ თამაშის საშვალება არ სჯობია? 10 ლეგიონერს 2 წესიერი გყავდეს უფრო კაია, ან ერთნაირი ფორმები მაინც ჩაგეცმიათ მასე გადაგეღოთ სურათი, რა პრიუტის ბავშვებივით ჩამოამწკრივეთ
ინასა
29 ივნისი 2016 10:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული