საქართველოს ნაკრების მეკარეს ირანულმა გუნდმა 100-ათასდოლარიანი ხელფასი შესთავაზა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ ეროვნული ნაკრების მეკარის, როინ კვასხვაძის შენარჩუნება მოახერხა, რომელსაც ირანული კლუბი სოლიდურ პირობებს სთავაზობდა.

27 წლის მეკარით საქართველოში სტუმრად მყოფი ირანული კლუბი "თავრიზი" დაინტერესდა, რომელიც თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადება. როგორც ირკვევა, ირანელები კვასხვაძით ესპანეთი-საქართველოს ამხანაგური მატჩის შემდეგ დაინტერესდნენ.

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

ამბავი "თავრიზის" საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან შავგულიძემ გაგვიმხილა.

"ირანული კლუბის მთავარი მწვრთნელი კვასხვაძით ესპანეთთან 7 ივნისს მოგებული შეხვედრის შემდეგ დაინტერესდა. სანაკრებო გამოცდილება ძალიან ფასობს და როინს 100-ათასდოლარიან კონტრაქტს სთავაზობდნენ, მაგრამ
მან უარი თქვა და "ტორპედოში" დარჩენა გადაწყვიტა", - ამბობს შავგულიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
მალადეც... კაი კაცი ხარ კვასხვა... არ გავს კუხიანიძეს? ჯერ ზესტაფონში გაიქცა გეგუჩაძესთან ეხლა ლოკომოტივში... + მირცხულავა, ჯერ კონტრაქტს მოაწერა ხელი და მერე დაიწყო ხელფასის მომატებაზე ლაპარაკი,არიქა უცხოური გუნდები მეპატიჟებიანო და ასეო და ისეო,აგერ ნახავთ თუ ზუგდუდში არ ამოყოს თავი ბოლოს მირცხულავამ, რა იყო შე ოჯახ აშენებულო,ბოლო სეზონში დაიწყე თამაში ნორმალურად და სიდან ამდენი ამბიციები სიდან.. :D
giga
06 ივლისი 2016 21:51
0
ზუსტად ესაა ნამდვილი ქალაქელობა და უდავოდ ვაჟკაცური საქციელი. გენაცვალე როინ , შენ გაფასებს ქუთაისი და ტორპედოს ყველა გულშემატკივარი. სწორედ ესეთი ნაღდი ქუთაისლები გვინდა გუნდში რომლებმაც ზუსტად იციან ამ ქალაქის და შესაბამისად ამ კლუბის ფასი . დიდება ტორპედო ქუთაისს წინ დიდი გამარჯვებების დროა.
Mandela
06 ივლისი 2016 18:04
0
მაგდენს გიორგი სააკაძეს არ უხდიდა შახი.
შადიმანი
06 ივლისი 2016 16:21
0
100 000 კონტრაქტი იყო და არა ხელფასი DD მაგრამ როინი კაი კაცია მაინც ! )
sandro
06 ივლისი 2016 16:05
0
აბა შენა ხარ რა!!!!! 100 ათას დოლარიანი ხელფასი ბუფონს არა აქვს თუ ძმა ხარ. ასი ათასი არა, ირანული კვახი!!!!
sandro
06 ივლისი 2016 15:05
0
არ ითამაშოთ შახის კარებზე...
ელიზბარი
06 ივლისი 2016 13:58
0
ეს შავგულიძე კრიმინალია!ეს აბოლებს ქუთაისელ ფანებს ირანელი ინვესტორები მოდიანო და უხარისხო ირანელებს აბოდიალებს ქართულ კლუბებში.ისე კვასხვაძეს რათქმაუნდა როგორც კარგ მეკარეს ექნებოდა კარგი წინადადებები,მაგრამ კარგია რომ დარჩა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო რადგან ზუსტად ტორპედოდან მოხვდა ნაკრებში,ისე კი იკო კვიპროსში და თამაშსაც მოუკლო.კოჩაგ ტორპედოს რომ ნორმალური პირობები შესთავაზა და დარჩა.ნაკრებისთვის და ისთვის უკეთესია ტორპედო.
მართალი
06 ივლისი 2016 13:56
0
ტვესჰი ასიატას დოლარად ნახევარ გუნდს იყიდიდა.
mano
06 ივლისი 2016 13:02
0
ციფრია რა, რა მიდის შენი გეთქვა ბარემ მილიონი :D :D :D :D :D
giga
06 ივლისი 2016 12:17
0
ისეთმა სოლიდურმა და დიდი წრადიციების მქონე გაზეთმა როგორიც "ლელოა", არ უნდა დაუშვას ასეთი ლაფსუსები. ჩემის აზრით საქმე ეხება არა 100-ათასიან ხელფასს, არამედ 100-ათასიან კონტრაქტს. ხელფასში იგულისხმება ყოველთვიური სარგო, ხოლო კონტრაქტში გასაცემი მთლიანი თანხა. ანუ, უფრო მარტივად რომ გავიგოთ, თუ კონტრაქტი ერთწლიანია და თანხა შეადგენს 100 ათასს დოლარს, ყოველთვიური სარგო გამოდის 8333 აშშ დოლარი (100000/12=8333). არ არის გასაკვირი თუ ფეხბურთელმა თქვა უარი ამ თანხაზე და უფრო დაბალ ანაზრაურებს დაყაბულდა ტორპედოში, რადგან საქმე არა რომელიმე ევროპულ, არამედ ირანულ კლუბს ეხება. თუ ეს ყველაფერი მართალია, როინი მართებულად მოქცეულა. ბრავო როინ.
nikolizi
06 ივლისი 2016 12:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული