საქართველოს ნაკრების მეკარეს ირანულმა გუნდმა 100-ათასდოლარიანი ხელფასი შესთავაზა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ ეროვნული ნაკრების მეკარის, როინ კვასხვაძის შენარჩუნება მოახერხა, რომელსაც ირანული კლუბი სოლიდურ პირობებს სთავაზობდა.

27 წლის მეკარით საქართველოში სტუმრად მყოფი ირანული კლუბი "თავრიზი" დაინტერესდა, რომელიც თბილისის ზღვაზე მდებარე "ზესტაფონის" ბაზაზე ემზადება. როგორც ირკვევა, ირანელები კვასხვაძით ესპანეთი-საქართველოს ამხანაგური მატჩის შემდეგ დაინტერესდნენ.

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

ამბავი "თავრიზის" საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან შავგულიძემ გაგვიმხილა.

"ირანული კლუბის მთავარი მწვრთნელი კვასხვაძით ესპანეთთან 7 ივნისს მოგებული შეხვედრის შემდეგ დაინტერესდა. სანაკრებო გამოცდილება ძალიან ფასობს და როინს 100-ათასდოლარიან კონტრაქტს სთავაზობდნენ, მაგრამ
მან უარი თქვა და "ტორპედოში" დარჩენა გადაწყვიტა", - ამბობს შავგულიძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
მალადეც... კაი კაცი ხარ კვასხვა... არ გავს კუხიანიძეს? ჯერ ზესტაფონში გაიქცა გეგუჩაძესთან ეხლა ლოკომოტივში... + მირცხულავა, ჯერ კონტრაქტს მოაწერა ხელი და მერე დაიწყო ხელფასის მომატებაზე ლაპარაკი,არიქა უცხოური გუნდები მეპატიჟებიანო და ასეო და ისეო,აგერ ნახავთ თუ ზუგდუდში არ ამოყოს თავი ბოლოს მირცხულავამ, რა იყო შე ოჯახ აშენებულო,ბოლო სეზონში დაიწყე თამაში ნორმალურად და სიდან ამდენი ამბიციები სიდან.. :D
giga
21:51 06-07-2016
0
ზუსტად ესაა ნამდვილი ქალაქელობა და უდავოდ ვაჟკაცური საქციელი. გენაცვალე როინ , შენ გაფასებს ქუთაისი და ტორპედოს ყველა გულშემატკივარი. სწორედ ესეთი ნაღდი ქუთაისლები გვინდა გუნდში რომლებმაც ზუსტად იციან ამ ქალაქის და შესაბამისად ამ კლუბის ფასი . დიდება ტორპედო ქუთაისს წინ დიდი გამარჯვებების დროა.
Mandela
18:04 06-07-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული