გორის "დილა" დავით კვირკველიამ და გრიგოლ დოლიძემ უკვე დატოვეს...

AutoSharing Option
თავიდანვე მოსალოდნელი იყო, რომ იმ შემთხვევაში, თუ გორის "დილა" ევროპალიგაზე სომხური "შირაქის" ბარიერს ვერ გადალახავდა, გუნდს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებდა.

- შირაქი-დილა 1:0, პენ 4:1 - მინდა, ბოდიში მოგიხადოთ! [VIDEO]
- დილა-შირაქი 1:0 - მშრალი მინიმუმი [VIDEO+PHOTO]

ამ ეტაპზე წასული მხოლოდ ორია, თუმცა არ არის გამორიცხული, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს. "დილა" დატოვეს გამოცდილმა მცველმა, 36 წლის დავით კვირკველიამ და ფლანგის ნახევარმცველმა, 33 წლის გრიგოლ დოლიძემ.

კვირკველია კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს. რაც შეეხება დოლიძეს, ის ქუთაისის "ტორპედოში" იასპარეზებს, სადაც ადრეც თამაშობდა.

"დილას" ფეხბურთელებზე საკმაო მოთხოვნაა და არ არის გამორიცხული, გუნდი ლექსო კვახაძემ, გივი ქარქუზაშვილმა, ირაკლი მოდებაძემ და სხვა ფეხბურთელებმაც დატოვონ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
რა კარგი გუნდი იყო დილა რამდენიმე წლის წინ და სადამდე მივიდა. მებრძოლ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა. დღეს გააფარჩაკეს გუნდი. იმის მაგივრად რომ პროგრესი განიცადოს გუნდმა საუკეთესო ფეხბურთელები ტოვებენ მას. ასეთი არასტაბილურობა აზიანებს ქართულ ფეხბურთს. ეს ვაკხანალია უნდა დამთავრდეს. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ან ქალაქის საკუთრებაში მყოფი გუნდების მენეჯმენტში გულშემატკივრების ორგანიზაციის წარმომადგენელი უნდა იყოს და თვალყურს ადევნებდეს მიმდინარე პროცესებს. ეს კანონმდებლობით უნდა იყოს სავალდებულო. გამჭვირვალე უნდა იყოს გუნდის მართვის პროცესი. სხვა შემთხვევაში ვიღაცეების პასუხისმგებლობა არ დადგება და ზარალდება ქალაქი და ქვეყანა!
ლუკა
17:49 12-07-2016
0
ბატონო რომა სწორათ დაცერეთ, რაც იყო სიმართლე მათ არ უნახიათ სურათი სადაც იამანიძე, მეტრეველი, ანზორ კავაზაშვილი,მიშა მესხი და პელე არიან ერთად ყოფილ СССР მაისურებში, 1-ჯერ 6-სი, ქართველი ერთ თამასში გამოვიდენ მოედანზე, ეს იყო დიდებული.
გოგი
17:51 12-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული