"ჩვენთან ვარჯიშობს უკრაინელი მეკარე ალეკსანდრ ილუშჩენკოვი, რომელიც ხარკოვის "მეტალისტში" თამაშობდა.
რა თქმა უნდა, მასზე საფუძვლიანი მსჯელობა ამხანაგური მატჩის შემდეგ შეგვეძლება, მაგრამ ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ორმხრივ თამაშში თავი კარგად წარმოაჩინა. რაც მთავარია, აშკარად ეტყობა, რომ თავისი საქმის პროფესიონალია...
ასევე, ვსინჯავთ ბრაზილიელ საყრდენ ნახევარმცველ ჟარდენს. პრინციპში, ნორმალურად გამოიყურება, ბურთს არ კარგავს... როგორც ყველა ბრაზილიელი, ისიც ტექნიკურია. ის ბოლოს ბრაზილიის ჩემპიონატის მეორე ლიგაში
ველოდებით თავდამსხმელს უცხოეთიდან, თუმცა, შესაძლოა, ქართველი ფორვარდის დამატებით შევავსოთ ეს ვაკუუმი. მოლაპარაკება მიდის ასევე ერთ-ერთ ქართველ საყრდენ ნახევარმცველთან. ამ ეტაპზე მის ვინაობას ვერ დავასახელებ. გაირკვევა ყველაფერი და გაიგებთ", - გვითხრა ჯელაძემ.
ინტერნეტის მეშვეობით ოლეკსანდრ ილიუშჩენკოვის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია მოვიპოვეთ. ის 26 წლისაა. ბოლო დრომდე "მეტალისტის" წევრი იყო. საფეხბურთო კარიერა ტერნოპოლის "ნივაში" დაიწყო. ამის შემდეგ ბურშტინის "ენერგეტიკში" გადავიდა.
2011 წელს ის ლვოვის "კარპატიმ" აიყვანა და ამ გუნდის ღირსებას 2015 წლამდე იცავდა. ცოტა ხნით ილიუშჩენკოვმა მოლდოვურ "ტირასპოლს" მიაკითხა, მაგრამ მალევე დაბრუნდა სამშობლოში და "მეტალისტის" მაისურა მოირგო.
"სიონის" პოტენციურმა ახალწვეულმა 2012 წელს ერთი მატჩი ითამაშა უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა არის იმის ალბათობა, რომ ქართული კლუბის კარი გამოცდილმა მეკარემ დაიცვას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"