ქუთაისის"ტორპედოს" თურქულ შეკრებაზე საფრანგეთის მოქალაქე ფრანკ მბარგაც შეუერთდა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება ქუთაისის "ტორპედოც", რომელმაც მანამდე ბოლო საშინაო საკონტროლო შეხვედრა საღორიის საწვრთნელ ბაზაზე, ფოთის "კოლხეთთან" გამართა და 5:1 სძლია.

ეს იყო ოთარ კვერნაძის ბენეფისი - მან 4 გოლი მიითვალა. არადა, საინტერესოა, რომ უხვგოლიან მატჩში პირველი ტაიმი 0:0 მორჩა, მეორე ნახევრის სტარტზე კი ანგარიში ფოთელებმა გახსნეს. კვერნაძის გარდა, ერთი გოლი შოთა ბაბუნაშვილმა გაიტანა.

"ტორპედოს" დამრიგებელმა კობა ჟორჟიკაშვილმა ამ თამაშში რამდენიმე მოთამაშე გასინჯა, მათ შორის - ჰოლანდიელი მცველი იურგენ კოლინი, რომელზეც "ლელო" უკვე წერდა. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ 35 წლის ფეხბურთელმა
საუცხოო შთაბეჭდილება დატოვა.

* * *
ქუთაისელები უკვე გაემგზავრნენ თურქეთში, სადაც გარდამავალი ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადებას ქალაქ ბოლუში გააგრძელებენ. კობა ჟორჟიკაშვილმა შეკრებაზე 25 ფეხბურთელი წაიყვანა:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია, ტარიელ ხაინდრავა;
მცველები: ვაჟა ტაბატაძე, ანრი ჭიჭინაძე, გია ნერგაძე, გიორგი გავაშელიშვილი, გიორგი გურული, იურგენ კოლინი, გიორგი ქიმაძე;
ნახევარმცველები: ოლეგ მამასახლისი, გუგა ფალავანდიშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, ავთო ენდელაძე, გაბრიელ საღრიშვილი, თენგიზ ბრეგვაძე, ვანო წილოსანი, ალექსი ბენაშვილი, ცოტნე მესხი, გრიგოლ დოლიძე, ბექა ტუღუში;
თავდამსხმელები: ოთარ კვერნაძე, თორნიკე კაპანაძე, ვახტანგ კვარაცხელია.

* * *
"ტორპედოს" პრესსამსახურის ცნობით, თურქეთში გუნდს 24 წლის საფრანგეთის მოქალაქე ფრანკ მბარგა შეუერთდა, რომელიც წარმოშობით კამერუნელია.

ეს გახლავთ ნახევარმცველი, თამაშობდა გერმანული "ჰოფენჰაიმისა" და "ვალდჰოფის" სარეზერვო გუნდებში, ბერძნულ იანიცას "ანაგენისში" და გაზოროსის "ეთნიკოსში", აგრეთვე, ბულგარეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ სოფიის "სლავიაში", ბოლოს კი - თურქეთის პირველი ლიგის კლუბ "1461 ტრაბზონში".

სიახლეა ისიც, რომ ჟორჟიკაშვილმა შეკრებაზე წაიყვანა ნიჭიერი ცოტნე მესხი, რომელიც სულ რაღაც 3 წლის წინ თბილისის "ლოკომოტივის", 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელი გახლდათ. მესხი ბოლო სეზონში ოზურგეთის "მერცხალში" თამაშობდა, ზაფხულში კი ლანჩხუთის "გურიასა" და ქობულეთის "შუქურაში" ისინჯებოდა.

ახალწვეულია ცენტრალური მცველი გიორგი გავაშელიშვილიც, რომელიც ჟორჟიკაშვილთან რუსთავის "მეტალურგის" (2012-14) შეუცვლელი ფეხბურთელი იყო და შემდეგ ბათუმის "დინამოშიც" წაიყვანა (2014-15). 26 წლის ფეხბურთელი 2010-11 წლებში თბილისის "დინამოს" წევრი გახლდათ, თამაშობდა ფოთის "კოლხეთში", ბოლოს კი - "ზუგდიდში".

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ გუნდიდან 18 წლის თავდამსხმელი ცოტნე ფურცხვანიძე გაუშვეს. ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ტორპედოელი კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს. სხვათა შორის, ეს ამბავი გულშემატკივართა ნაწილმა სოციალურ ქსელში გააპროტესტა...

დაბოლოს: ტორპედოელები პირველ სპარინგს 20 ივლისს, აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგის კლუბ "სუმგაითთან" ჩაატარებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
giga, წინა კომენტარში შემეშალა სახელი ჯიგარო გივი უნდა დამეწერა და მაპატიე შენ თავზე არ მიიღო . გეთანხმები შენ აზრში მართლაც ძალიან კარგი ლეგიონერია ის ჰოლანდიელი მცველი იურგენ კომანი რომელიც დავიმატეთ. გივი-ს მისამართით დავწერე და მას "ეძღვნება" სწორედ ის კომენტარი " ეს ფორმაციის გუნდი დინამოს და საჩხერეს ვერ მოუგებსო" რო უწერია გამომწვევად და ქაჯურად .
Mandela
19 ივლისი 2016 10:48
0
ფურცხვანიძე გუნდიდან არავის გაუშვია მას კონტრაკტი აქვს..გუნდიც დაბრუნდება და თუ წინსვლა უნდა პირველ რიგში თავს თავზე ივარჯიშოს,მასეთი ნიჭიერები ბლომადაა საქართველოში და მაგაზე ნიჭიერებიც დაკარგულან საქმისადმი ზერელე დამოკიდებულების გამო..
martali
18 ივლისი 2016 20:00
0
ფურცხვანიძე გუნდიდან არავის გაუშვია მას კონტრაკტი აქვს..გუნდიც დაბრუნდება და თუ წინსვლა უნდა პირველ რიგში თავს თავზე ივარჯიშოს,მასეთი ნიჭიერები ბლომადაა საქართველოში და მაგაზე ნიჭიერებიც დაკარგულან საქმისადმი ზერელე დამოკიდებულების გამო..
martali
18 ივლისი 2016 20:00
0
ტორპედო არის ქართული ფეხბურთის ერთერთი ფლანგმანი და ამ კლუბზე ბევრი რამ არის დამოკიდებული როგორ უნდა განვითარდეს ქართული საკლუბო ფეხბურთი,ამიტომ ჩემპიონატში უნდა იბრძოდეს მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის, ამისთვის კი ძლიერი შემადგენლობაა საჭირო.ველაფერი უნდა გააკეთონ რო ძლიერი გუნდი ყავდეთ როგორც ეს წლებისწ წინ ხდებოდა.
bebeto
18 ივლისი 2016 18:44
0
giga პირდაპირ გეტყვი, შენნაირი უაზრო და გაუნათლებელი ხალხის შესაფასებლად ქართულ გრამატიკაში არსებობს 1 სიტყვა რომელიც 3 ასოსგან შედგება. არ გთხოვთ ტორპედო გიყვარდეთ უბრალოდ ესეთ მზეობა და უაზრო კომენტარებისგან მაინც შეიკავეთ თავი.
Mandela
18 ივლისი 2016 18:33
0
ბიჭო ცოდა დაუფიქრდი სისულელეებს რომ წერთ. მარტივად გეტყვი, შენ რომ იყო ახალგაზრდა ფეხბურთელი და დაინტერესება გამოთქვას ტორპედომ საბურთალომ და ლოკომოტივმა რომელს აირჩევდი გულწრფელადდ. რაის საბურთალო და ლოკომოტივი სადაც ქუთაისის ტორპედოა :)) დაუფიქრდი ცოტა. წინ ტორპედო ჩემპიონობის დროა.
Mandela
18 ივლისი 2016 18:21
0
თუ ცოტნე ამომავალი ვარსკლავია, რატომ არ აიყვანა ლოკომოტივმა, ან საბურთალომ.
გელა
18 ივლისი 2016 16:08
0
ნუ ქმნით პანიკებს!!! სუსტი სელექცონერებიო რომ ამბობთ ალბათ გახოკიძეს გულისხმობთ ხომ? :D :D :D

ისე აქ ზოგიერთებს ტორპედოს ჩემპიონობა თუ გაუხარდეს რაააა...
lasha
18 ივლისი 2016 15:01
0
ფრანკ მბარგა გერმანიის მოქალაქეა და არა საფრანგეთის,ხოლო წარმოშობით კამერუნელია. !!!
Davit
18 ივლისი 2016 12:56
0
გამოდის მესხი გურიამ და ქობულეთმა დაიწუნა,ამიტომ სუსტი სელექციონერები არიან ტორპედოში.
გოჩა
18 ივლისი 2016 12:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული