ამ ყველაფერს გერმანული სამენეჯერო სააგენტო "ტრანსფერმარკტზე" დაყრდნობით გაგაცნობთ...
კლუბი კჯფ (მლნ)*
1. დინამო თბ 7,65
2. ლოკომოტივი 4,35
3. ტორპედო 4,10
4. ჩიხურა 3,85
5. საბურთალო 3,63
6. დინამო ბთ 3,33
7. სამტრედია 3,20
8. სიონი 3,13
9. დილა 2,40
10. გურია 2,23
11. ცხინვალი 2,05
12. ზუგდიდი 2,05
13. შუქურა 1,78
14. კოლხეთი 1,68
სულ 45,28
საინტერესო უნდა იყოს, თუ რომელი კლუბის მოთამაშეთა საშუალო ფასია მეტი. ამ შემთხვევაში, მდგომარეობა ოდნავ იცვლება, რადგან ზოგან ბევრი ფეხბურთელია.
კლუბი მსფ
1. დინამო თბ 333 000
2. ჩიხურა 203 000
3. სამტრედია 178 000
4. ტორპედო 152 000
5. საბურთალო 151 000
6. დინამო ბთ 151 000
7. ლოკომოტივი 150 000
8. სიონი 125 000
9. ცხინვალი 114 000
10. დილა 114 000
11. გურია 106 000
12. კოლხეთი 105 000
13. შუქურა 99 000
14. ზუგდიდი 89 000
* მსფ - მოთამაშეთა საშუალო ფასი
საინტერესოა, რომ საქართველოს უმაღლესი ლიგის მოთამაშეთა საშუალო ფასი 149 ათასი ევროა. ყველაზე ძვირად გერმანულმა სააგენტომ თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები შეაფასა, ყველაზე დაბალი ღირებულება კი ზუგდიდელებს დაუწერა.
ყველაზე ძვირად ღირებულები
1. გიორგი ქვილითაია, დინამო თბ 0,6 მლნ
2. მათე ცინცაძე, დინამო თბ 0,55
3. გიორგი ხარაიშვილი, საბურთალო 0,5
4. ლაშა პარუნაშვილი, დინამო თბ 0,475
5-7. ოთარ კიტეიშვილი, დინამო თბ 0,450
5-7. უჩა ლობჟანიძე, დინამო თბ 0,450
5-7. მატიას კურიე, დინამო თბ 0,450
8-15. როინ კვასხვაძე (ტორპედო), ალეკო ამისულაშვილი, რენე, მატია შპიჩიჩი, შტეფან ველევი, გიორგი პაპუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური, ლადო დვალიშვილი (ყველა - დინამო თბ) - 0,400.
3 წელია, რაც საქართველოში სამწუხარო რეალობა იკვეთება: ფეხბურთელის ფასი მილიონ ევროს არ ასცდენია. საუკეთესოებში კი, თბილისის "დინამოს" ფეხბურთელთა გარდა, მხოლოდ "საბურთალოს" კაპიტანი, 20 წლის ნიჭიერი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი მოხვდა.
საუკეთესო ლეგიონერები
1. მატიას კურიე, დინამო თბ 0,450
2-4. რენე ფერეირა, დინამო თბ 0,400
2-4. მატია შპიშიჩი, დინამო თბ 0,400
2-4. სტეფან ველევი, დინამო თბ 0,400
5. დინო ჰამზიჩი, ჩიხურა 0,350
6-7. ოლეკსანდრ ილუშჩენკოვი, სიონი 0,300
6-7. ლაზარ მარიანოვიჩი, დინამო ბთ 0,300
8-9. ვიტალი ივანკო, კოლხეთი 0,250
8-9. იურგენ კოლინი, ტორპედო 0,250
10. ვლადიმირ კორობკა, კოლხეთი 0,200
შეფასების მიხედვით, საქართველოს უმაღლესი ლიგა ევროპაში 33-ე ადგილზეა, რაც ძალიან მოულოდნელი მაჩვენებელია. თუნდაც იმიტომ, რომ ვუსწრებთ აზერბაიჯანს (სადაც კლუბების ჯამური ფასი 6 მილიონით ნაკლებია - 39,75 მილიონი ევრო) და უნგრეთს - 34,35...
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ლიგები
1. პრემიერლიგა, ინგლისი 4,57 მლრდ
2. ლა ლიგა, ესპანეთი 3,26 მლრდ
3. სერია A, იტალია 2,66 მლრდ
4. ბუნდესლიგა, გერმანია 2,32 მლრდ
5. ლიგა 1, საფრანგეთი 1,52 მლრდ
6. პრიმეირა ლიგა, პორტ. 870,23 მლნ
7. სუპერლიგა, თურქეთი 827,18 მლნ
8. პრემიერლიგა, რუსეთი 776,43 მლნ
9. ერედივიზიე, ჰოლანდია 535,70 მლნ
10. პრო ლიგა, ბელგია 485,88 მლნ
პოსტსაბჭოეთი
1. რუსეთი 776,43 მლნ
2. უკრაინა 350,18
3. ყაზახეთი 92,30
4. ბელორუსი 65,13
5. საქართველო 45,28
6. აზერბაიჯანი 39,75
7. მოლდოვა 37,35
8. ესტონეთი 21,98
9. ლიტვა 21,78
10. ლატვია 21,53
11. სომხეთი 16,65
პოსტსაბჭოეთში ქართული ლიგა არც ისე უკანაა, როგორც მოედანზე ჩანს.
საქართველოს უმაღლეს ლიგაში ლეგიონერების რაოდენობა მხოლოდ 8,9 პროცენტია, რაც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ამის შემდეგ ბიზნესი უფრო დაინტერესდება ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადებით.
კლუბების ბიუჯეტი და ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები ერთმანეთში რატო გერევა? და ეს მთლიანი სატრანსფერო ფასები უმაღლესი ჩემპიონატებისა განპირობებულია იმით რომ ჩვენ 14 გუნდიანი ჩემპი გვაქვს მათ კი 10.