პირველ ტაიმში მასპინძელთა რიგებში თავი გამოცდილმა ფორვარდმა ზვიად მეტრეველმა გამოიჩინა. რუსთაველებმა თვალსასეირო საგოლე კომბინაცია გაათამაშეს - ლემონჯავამ გრძელი პასით მონახა საპირისპირო ფლანგზე გახსნილი ზაქრაძე, ამან კი მეტრეველს საგოლედ უპასა და შემტევმაც მძლავრი თავურით საკმაოდ რთული ბურთი შეაგდო.
მეორე ტაიმში კი თავი დათა სიჭინავამ გამოიჩინა, რომელმაც ჩვეული ოსტატობით შეასრულა საჯარიმო დარტყმა. მას კიდევ ორჯერ შეეძლო გატანა, თუმცა თერჯოლელთა კარის დარაჯმა, შეცვლაზე შემოსულმა
რუსთავი (პირველი ტაიმი): ალავიძე, მინდორაშვილი, ვ. კილასონია, ნარიმანიძე, ლემონჯავა, გიგაური, მაისურაძე, ზაქრაძე, სიჭინავა, ციცვიძე, მეტრეველი; მეორე ტაიმი: ლეგაშვილი, თაბუკაშვილი, ძაძამია, ბერუაშვილი, ბერაძე, გუჯაბიძე, მიქელაძე, ჩიკვაიძე, ჩიმაკაძე, გ. გოცაძე, იონანიძე.
საპოვნელა (სასტარტო): მერლანი, დუმბაძე, ბაკურაძე, მემარნიშვილი, საჯაია, პაპუაშვილი, ფურთუხია, ბიბილეიშვილი, ოდიკაძე, ნ. კვასხვაძე, კუხალაშვილი
მომდევნო ამხანაგურ მატჩს "რუსთავი" 27 ივლისს გორში, ადგილობრივ "დილასთან" გამართავს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"