"ლიახვმა" პირველი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბმა ცხინვალის "ლიახვმა" პირველი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო.

გუნდმა განახლებული შემადგენლობით გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა.

"ლიახვის" მთავარ მწვრთნელ მალხაზ ჟვანიას განცხადებით, გუნდი ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტდა: "კლუბში ძირეული ცვლილებები განხორციელდა, რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი დარჩა. გუნდი ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტდება. აღსანიშნავია, რომ კლუბს კვიპროსიდან დაბრუნებული რეზი ბარაბაძე შემოუერთდა.

ჩემპიონატი 17 აგვისტოს იწყება. ჩვენ ყოველდღიურად ვივარჯიშებთ, რათა სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გუნდში საბრძოლო განწყობაა. ვცდილობთ, "ლიახვი" კონკურენტუნარიანი და ანგარიშგასაწევი გუნდი იყოს. ყველანაირად
ვეცდებით, დავწინაურდეთ,"- განაცხადა მალხაზ ჟვანიამ.

ს.კ. "ლიახვის" პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული