ზუგდიდი-კოლხეთი 0:1 - ჩემპიონატის პირველი გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 აგვისტოს საქართველოში ახალი საფეხბურთო სეზონი დაიწყო. პირველივე ტურს ეტყობოდა, რომ გუნდები ჯერ ფორმაში არ არიან. დაბალი იყო შედეგიანობა, ექვსიდან 4 მატჩი ფრედ (სამი 0:0) დასრულდა და ვერც ერთი თამაში ვერ მოიგეს მასპინძლებმა...

28-ე გათამაშების პირველი გოლი ზემო ეწერში გავიდა, სადაც ცენტრალურ სტადიონზე ერთმანეთს "ზუგდიდი" და ფოთის "კოლხეთი" უპირისპირდებოდნენ.

გოლი 25-ე წუთზე, 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით, ფოთელთა კაპიტანმა ომარ გოგონაიამ გაიტანა.

საბოლოოდ თამაში "კოლხეთის" გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე
ესწრებოდნენ.

საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. I ტური. წითელი ჯგუფი
07.08. ზედა ეწერი
ზუგდიდი-კოლხეთი 0:1
გოლი: 0:1 გოგონაია (26-პენ)
ზუგდიდი: ზარქუა - იოსელიანი, აფაქიძე, ჩიკვილაძე, აზიზ დი კონტეჰი - ტყემალაძე, ბეჭავაია, ლაშხია, სიხარულია (61. თუთბერიძე), შ. ლომია (73. ჭანკოტაძე) - ს. ლომია (55. კუკავა).
სათადარიგოები: დაუშვილი, ლ. ჭელიძე, გ. ქანთარია, ნ. ქირია
მწვრთნელი: ოთარ გაბელია
კოლხეთი: თებიძე - გ. კილასონია, რამალდანოვი (73. ჩაკვეტაძე), გოგონაია, ოზარკივი - შ. კერძევაძე, კორობკა - გედენიძე (81. ქებურია), ბოლქვაძე, ივანკო (78. ჟიშკარიანი), ნიქაბაძე.
სათადარიგოები: ძაგანია, ტუღუში, ლუკავა, ჯღამაია
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: გოგონაია (51)
არბიტრი: გიორგი კიკაჩეიშვილი.

II ტური. წითელი ჯგუფი
14 აგვისტო
სამტრედია-სიონი
კოლხეთი-დინამო (ბთ)
დილა-ზუგდიდი

"საბურთალო" ისვენებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული