"დინამოს" ლეგიონერებზეც და ადგილობრივებზეც პასუხისმგებლობას მე ვიღებ"

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრესსამსახური აგრძელებს ელექტრონული მედიისთვის სპეციალური ვირტუალური პრესკონფერენციის გამართვას. 

რომან ფიფიას შემდეგ მეორე ასეთი პრესკონფერენცია თბილისის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა მოაწყო.

- როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე შეიძლება გადალახოს "დინამომ" ბერძნული პაოკ-ის ბარიერი და რამდენად რეალურია ჯგუფში მოხვედრის პერსპექტივა?
- პირველ რიგში, შემართების, მონდომების და ძალების მაქსიმალური მობილიზების ხარჯზე. უმნიშვნელოვანესია გულშემატკივრის მხარდაჭერა.

მიუხედავად იმისა, რომ პაოკ-ი უკეთეს ლიგაში თამაშობს და ფეხბურთელებიც უფრო ძვირად ღირებული ჰყავს, გვჯერა ჩვენი გუნდის. დინამოელები ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წარმომადგენლები არიან და მათ სათანადო
გამოცდილება გააჩნიათ. ჩვენს ფეხბურთელებს არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ.

გუნდში ყველა აცნობიერებს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ეტაპის დაძლევას, როგორც გუნდისთვის და მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის, ისე თითოეული ფეხბურთელის მომავალი კარიერისთვის.

პლეი ოფის ორმატჩიან დაპირისპირებაში ყველაფერია შესაძლებელი. ამიტომ შანსებს 50/50-ზე შევაფასებდი.

- როგორ შეაფასებდით იურაი იარაბეკის მუშაობას "დინამოში" და იმ შემთხვევაში, თუ გუნდი პაოკ-ს ვერ გასცდა, მოსალოდნელია სამწვრთნელო შტაბში საკადრო ცვლილებები?
- არაერთხელ მითქვამს და კვლავ გავიმეორებ, რომ "დინამოს" მიზანი ამ სეზონში ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა. ჩემპიონობა და თასის მოპოვება უდავოდ კარგია, მაგრამ ეს ტიტულები ჩვენთვის ევროპისკენ მიმავალ გზად განიხილება.

იარაბეკის კონტრაქტის მთავარი პუნქტი გახლავთ ჯგუფურ ეტაპზე გასვლა. არ მინდა წინასწარ საუბარი, დაველოდოთ ევროპალიგის პლეი ოფის მატჩებს და გადაწყვეტილებებზე შემდეგ ვისაუბროთ.

ისე, გეტყვით, რომ "დინამოს" სპორტული ხელმძღვანელობა მწვრთნელთა შტაბის მიერ გაწეული სამუშაოთი კმაყოფილია.

- იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას განხორციელებულ ტრანსფერებზე?
- რა თქმა უნდა, ვიღებ. არა მარტო ლეგიონერებზე, არამედ ქართველ ფეხბურთელებზეც. თავად გაიხსენეთ, ეროვნული ნაკრების რამდენი მოთამაშე მოვაბრუნეთ "დინამოში".

რაც შეეხება ახალ ლეგიონერებს: კურიე "ჩერნო მორეს" საუკეთესო მოთამაშე იყო, 12 გოლი გაიტანა სეზონში, მუდმივად ძირითადში თამაშობდა და ბულგარეთის საუკეთესო ლეგიონერების ხუთეულში მოხვდა. ველევი "ლოკომოტივის" გამორჩეული ფეხბურთელი იყო, ამასთანავე, ბულგარეთის ნაკრების მოთამაშეა, "ალაშკერტთან" პირველ მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მერე დაშავდა და იმედია, პაოკ-თან განმეორებით მატჩში დაგვეხმარება. შპიჩიჩს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა "ოსიეკში", იქამდე კი აზერბაიჯანის ლიგაში საუკეთესოთა შორის იყო თავის ამპლუაში, თან ამისულაშვილთან ერთად ჰქონდა ნათამაშები. რაც შეეხება სკრიბეს, საფრანგეთის მეორე ლიგაში სულ ძირითადში იყო, რაც იოლი ნამდვილად არ არის.

- კლუბის პრეზიდენტის, ბატონ რომან ფიფიას თქმით, გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იყო... რამდენად შესაძლებელი იყო ამ ლეგიონერების იმედად ყოფნა ამ რანგის ტურნირზე?
- თავიდანვე უნდა მოგახსენოთ, რომ ბატონმა რომან ფიფიამ ჩვენ მიერ შეთავაზებულ ლეგიონერთა სიაზე თანხმობა მოგვცა. ის სატრანსფერო პოლიტიკაში არ ერევა და სპორტულ მენეჯმენტს სრულ ნდობას უცხადებს.

ეს ფეხბურთელები ჩვენ არსებული რეალობიდან გამომდინარე ავარჩიეთ. მაღალი კლასის ტოპ-ფეხბურთელი, რაც არ უნდა თანხა შესთავაზო, თუ ჩემპიონატი არ არის მაღალი დონის, არ ჩამოვა. დღევანდელი ლეგიონერები კი მწვრთნელთან კონსულტაციის შედეგად მოვიყვანეთ, მათთან თანამშრომლობაზე საბოლოო სიტყვა იარაბეკს ეკუთვნის. 

- ბოლო პერიოდში "დინამოს" ლეგიონერები ხშირად კრიტიკის ობიექტები ხდებოდნენ. ყველაზე უკეთ თავი ესპანელებმა წარმოაჩინეს... ხომ არ გიფიქრიათ, მომავალში აქცენტი სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენლებზე გაგეკეთებინათ?
- უაღრესად დიდ პატივს ვცემ ესპანურ ფეხბურთს და მათი ფეხბურთელების კვალიფიკაციაზეც დიდი წარმოდგენის ვარ, მაგრამ იმავეს გავიმეორებ - ძნელია დააინტერესო კვალიფიციური ესპანელი მოთამაშე ჩვენს ლიგაში გადმოსვლაზე.

მერწმუნეთ, მხოლოდ ფული არ თამაშობს გადამწყვეტ როლს. საუკეთესო, ვინც აქ გვყავდა, უდავოდ ჩისკო იყო, რომელსაც, თუ გახსოვთ, დაახლოებით ნახევარი სეზონი დასჭირდა ადაპტაციისთვის. 

- დაბოლოს, იქნებ "დინამოში" უკანასკნელ პერიოდში მომხდარ ცვლილებებზეც გვითხრათ...
- მოგეხსენებათ, გიორგი ქვილითაია ვენის "რაპიდში" განაგრძობს კარიერას. მან "ალაშკერტთან" ნემსით გაყუჩებული ტკივილით ითამაშა. შემდეგ ტრავმა გაურთულდა და 2-3 კვირა იძულებული იყო, ვარჯიში შეეწყვიტა. წინადადება გვქონდა ავსტრიული გრანდისგან და ჩვენც ხელი აღარ შევუშალეთ მას ევროპულ გზაზე.

ეს "დინამოს" პრინციპია, თუ ვინმე მოთამაშეს, რომელიც "დინამოსთვის" თავდადებით ირჯება, მიმზიდველი შემოთავაზება ექნება ევროპული გუნდისგან, ჩვენ მას არ დავაბრკოლებთ. ცხადია, კლუბის ინტერესების გათვალისწინებით.

რაც შეეხება ნიკოლოზ გელაშვილს: ზაგრების "დინამოსთან" მატჩების შემდეგ იგი დიდ ფსიქოლოგიურ წნეხს განიცდიდა... მის მიმართ ნაწილობრივ პრესით და ტელევიზიით, მეტწილად სოციალური ქსელებით უარყოფითი ემოცია წამოვიდა, რიგ შემთხვევებში მეტისმეტად აგრესიულიც კი, რაც, ჩემი აზრით, დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, მან თავად გვთხოვა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეგვეჩერებინა კონტრაქტი. მე წარმატებას ვუსურვებ ნიკოლოზ გელაშვილს მის მომავალ კარიერაში.
მკითხველის კომენტარები / 35 /
გგ ვეტანხმები გაუმატლებლები და მუქტახორებიტ გაივსო ყველგან.ეს აკადემია ფულის მანქანააა დზმაო.ვინ ერტი გაზარდეს ამატმა?მეც ფეხბურტზე ცამსვლელი არ დზმაო სანამ ფეხბურტს არ იტამასჰებენ.
ბაჯო
09 აგვისტო 2016 15:55
0
ამას ფული უნდა ფეხბურთი ფეხებზე კიდია....
ana
09 აგვისტო 2016 15:22
0
შე კაი კაცო თუ მაღალი კლასის ფეხბურთელები ვერ მოგყავთ ჩემპიონატის დაბალი დონის გამო,მაშინ მაგ ჭ კლასის ფეხბურთელების ჩამოყვანას და ფულის ყრას რა აზრი აქვს?ეგ ფული მოახმარეთ ქართველ ბავშვზე,მონახეთ ვინმე ნიჭიერი და გაზარდეთ არ ჯობია? რისთვის გაქვთ მაშინ ეგ აკადემია? მარა თქვენ დღევანდელი 1000 ლარი გირჩევნიათ ხვალინდელ 100000ს,არც კომპეტენცია გყოფნით და არ ნამუსი ,რო მიხვდეთ და დატოვოთ თანამდებობები და პროფესიონალებს დაუთმოთ ადგილი.თუმცა ეგ თქვენი კი არა,ვინც მანდ დაგსვათ ნაცნობობით იმის ბრალია და შედეგსაც იღებს უკვე მერამდენე წელია.თუ გადასაყრელი აქვს ეს ფული გადაყაროს მისი საქმეა,მე პირადად არც გიყურებთ და არც ვაპირებ კიდე კაი ხანი სტადიონზე მოსვლას...
gg
09 აგვისტო 2016 14:42
0
ძალიან მაინტერესებს რა განათლება აქვს მიღებული მიხეილ ხუციშვილს საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ? რამოდენიმე პუნქტს ჩამოვთვლი და მათგან ერთს მაინც თუ აკმაყოფილებს ხუციშვილი მაშინ გამოაქვეყნოს დინამომ წერილი და დაგვიდასტუროს მისი კვალიფიკაცია!
1. სპორტული მენეჯმენტის სათანადო განათლება.
2. საფეხბურთო სტრუქტურაში წარმატებული მუშაობის გამოცდილება მენეჯმენტის კუთხით.
3. კლუბის ამბიციებიდან გამომდინარე მის მიერ შემუშავებული გრძელვადიანი გეგმა ან სტრატეგია.
4. სატრანსფერო პოლიტიკის კრიტერიუმები დინამოს ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე. (ძალიან საეჭვოა მხოლოდ ბალკანეთის ქვეყნებიდან ფეხბურთელების ჩამოყვანა)
დარწმუნებული ვარ თბილისის დინამოს უმთავრესი პრობლემა არის სწორედ მენეჯმენტი და გაუნათლებელი კადრები.
ყველაზე სწორი მიმართულებით დინამო მიდიოდა გარსიას დროს როცა პოლოლიკაშვილი იყო კლუბის მმართველი და რა თქმა უნდა იმ დროსაც იყო დაშვებული შეცდომები, მაგრამ თვითონ კლუბის სტრატეგია და მიმართულება გაცილებით იმედის მომცემი იყო ვიდრე ის არის დღეს!
ganatleba
09 აგვისტო 2016 14:36
0
Xoda tu igeb pasuxismgeblobas datove tanamdegoba.....
Dato
09 აგვისტო 2016 13:58
0
S O S... Ra gveshveleba aseti arakvalificiuri sportuli menejerebis xelshi??? Arcxvenen dinamos saxels....
Simartle
09 აგვისტო 2016 13:56
0
ლეგიონერებიდან ყველაზე კარ შთაბეჭდილებას ველევი ტოვებდა თუმცა სწორედ ის დაშავდა და დინამოს ვერ დაეხმარა ზაგრებთან.კურიე,სკრიბე და შპიჩიჩი კი უკეთესი თამაშის სურვილს ტოვებენ,შეიძლებოდა კიდევ დინამოს გაძლიერება ქართველი ფეხბუღთელებით ასეევე ლეგიონერებით,მოგეხსენებათ სამრეთ ამერიკაში ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობენ და იმათგან საშუალო დონის ფეხურთელების ჩამოყვანა შეიძლება სწორი სელექციის შემთხვევაში.ჯგუფში თამაში არ არის ადვილი და დინამოს გაძლიერება კიდევ ჭირდება განსაკუთრებით წინა ხაზში.
bebeto
09 აგვისტო 2016 13:56
0
1.gabalashi - viski da Dabo. 2. Ludogorecshi - Kafu da marselinio. Agarapers vambob qartvelebze oqriashvilze, Kankavaze, revishvilze, kvekveskirze da vacadzeze eseni mainc ar arian super varskvlavebi ro ver chamoikvano????Tqveni Umtavresi shecdoma arakvalificiuri mcvrtnelis mokvanaa! Gabalas ro kavs mcvrtneli tundac is an misi donis mainc mogecviat?? Davrcmudi ro tqven arakvalificiuri menejeri brdzandebit jobia dinamos gaecalot....
Dato-realoba
09 აგვისტო 2016 13:50
0
როგორ მეცოდება გულშემატკივარი თქვენს ხელში.ფიფიამ ცოტა მკაცრად უნდა იმოქმედოს და მაგალითი საუკეთესოებისგან აიღოს(რეალის პრეზიდენტი,რომელიც მცირე შეცდომასაც არავის პატიობს) სხვანაირად შედეგი არ დგება.
მამუკა
09 აგვისტო 2016 13:47
0
ეს ვინა ჯოფილა რა უხარია ნეტავი?მეტს არავის იმატებენ კითხა ვინმემ აა?
rezi
09 აგვისტო 2016 13:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული