საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა: ახალწვეულთა დომინაცია

AutoSharing Option
ფოტოზე: მიხეილ ალავიძე
უმაღლესის მსგავსად, პირველ ლიგაშიც ერთწრიანი ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს და რანგით ამ მეორე ტურნირშიც დიდი ინტრიგა გველოდება.

პირველი ლიგის გათამაშება 19 აგვისტოს დაიწყება და ამ გათამაშების ახლებურ რეგლამენტსა თუ ტურნირის კალენდარს მოგვიანებით გაეცნობით. მანამდე კი ვისაუბროთ პირველი ლიგის ერთ კონკრეტულ გუნდზე, რომელმაც ახალი სეზონისათვის მზადება, ფაქტობრივად, დაასრულა...

...თითქმის თვენახევარი გრძელდებოდა "რუსთავის" სამზადისი და ამ დროის განმავლობაში ვარლამ კილასონიას დ
ამოძღვრილმა გუნდმა "უჩვეულოდ" ბევრი, 10 საკონტროლო მატჩი ჩაატარა. რა თქმა უნდა, საკონტროლო მატჩებში შედეგს არსებითი მნიშვნელობა არასდროს აქვს ხოლმე, თუმცა ამ სპარინგ-შეხვედრებში "რუსთავის" წარმატებულმა ასპარეზობამ ამ გუნდის გულშემატკივრებს აშკარად ოპტიმისტური განწყობა შეუქმნა.

თავად განსაჯეთ: "რუსთავმა" 5 საკონტროლო მატჩი მოიგო, 4 ფრედ ითამაშა და მხოლოდ 1 წააგო (ბურთების სხვაობა: 21-7); ამ სპარინგ-მატჩებიდან სამი შეხვედრაა აღსანიშნავი, როცა "რუსთავმა" ერთნაირი ანგარიშით (3:0) სძლია "დილას" და "გაგრას", ხოლო საქართველოში სტუმრად მყოფ ირანის უმაღლესი ლიგის გუნდთან ("თავრიზთან") ფრედ, 2:2 ითამაშა.

ახალ სეზონს "რუსთავი" უამრავი ახალწვეულით ხვდება, რომელთა უმრავლესობაც წინა სეზონში უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა: მიხეილ ალავიძე (ბათუმის "დინამო"), დავით ლეგაშვილი ("დილა"), გიორგი ნარიმანიძე ("საპოვნელა"), ვარლამ კილასონია-უმცროსი, გიორგი კილასონია (ორივე - "სიონი"), მერაბ გიგაური, დათა სიჭინავა, გიორგი ლემონჯავა (სამივე - "კოლხეთი", ფოთი), ბესიკ ჩიმაკაძე ("მერანი").

თუმცა, ეს კიდევ არასრული სიაა: ორი დღეა, რაც "რუსთავთან" ერთად ვარჯიშობს "მერანის" და "ზუგდიდის" ყოფილი ნახევარმცველი ირაკლი ქათამაძე, რომელმაც წინა სეზონის II წრე "საპოვნელაში" გაატარა, ამ ზაფხულს კი ქათამაძემ ევროპალიგაზეც "მოასწრო" ასპარეზობა: 23 წლის საყრდენმა "დილას" შემადგენლობაში ითამაშა სომხურ "შირაქთან" საშინაო მატჩში.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ "რუსთავში" გააგრძელებს კარიერას ლუკა თათხაშვილი: 23 წლის მარჯვენა მცველი ბოლო ორი სეზონი "ვიტ ჯორჯიაში" გამოდიოდა. ამით "რუსთავის" სატრანსფერო აქტივობა არ დასრულებულა: როგორც კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლევან სილაგაძემ გვითხრა, სეზონის დაწყებამდე გუნდში მატება კიდევ იქნება, თანაც, არ არის გამორიცხული, რომ მათ შორის ლეგიონერებიც იყვნენ.

ახლა კი "რუსთავის" ბოლო სპარინგზეც (რომელსაც ქალაქის ვიცე-მერი გოჩა ლორიაც ესწრებოდა): მასპინძლებმა 6:0 მოუგეს "ნორჩ დინამოს" (გოლები: დათა სიჭინავა 2, ზვიად მეტრეველი, ნიკა მაისურაძე, ლევან ბერუაშვილი, გიორგი გოცაძე).

ახალ სეზონში "რუსთავი" პირველ ოფიციალურ მატჩს 15 აგვისტოს, საქართველოს თასის შესარჩევ ეტაპზე სტუმრად ვანის "სულორთან" გამართავს, 19 აგვისტოს კი "ფოლადზე", პირველი ლიგის გათამაშების სასტარტო ტურში წყალტუბოს "სამგურალს" უმასპინძლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სულ რუსთავზე რატო წერთ,სხვა გუნდები არ არსებობენ? ისე ცნობისათვის დასავლეთშიც არიან პირველი ლიგის გუნდები.ისე ესეთი შემადგენლობის მიუხედავად რო იცოდეთ ტქვენ რუსთავს ძალიან გაუჭირდება პრო 2 ში გადასვლა
რომა
15:27 11-08-2016
0
ვანის სულორი მოუგებს რუსთავს თასზე და ვერც სამგურალს ვერ მოუგებს პირველ ტურში,აი ნახავთ
რომა
15:29 11-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული