საქართველოში ამ შაბათ-კვირასაც უნდა ველოდოთ ჰაერის მაღალ ტემპერატურას. კლიმატურ პირობებზე კი იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ პირველი ტურის ერთობ დაბალი შედეგიანობა, სასტარტო მღელვარებასთან ერთად, სწორედ გაუსაძლის სიცხესაც უკავშირდება.
არადა, უმაღლესი
თეთრი ჯგუფი
13.08. ქობულეთი. ჩელე არენა. 17:30
შუქურა-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
4: +1 =1 -2, 3:4
13.08. ქობულეთი. ჩელე არენა. 17:30
შუქურა-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
4: +1 =1 -2, 3:4
ამ ჯგუფში პირველი ტურის სამივე მატჩი ფრედ დამთავრდა, თანაც, სამივე ერთნაირი ანგარიშით - 0:0. ანუ, ამჯერად უკვე გოლების მოლოდინიც არის და, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო უკომპრომისო თამაშებისაც.
გამონაკლისი არც ეს წყვილი იქნება, სადაც უამრავი ახალწვეულით დაკომპლექტებულმა "შუქურამ" ამ ჯგუფის ერთ-ერთ გამოკვეთილ ფავორიტს, "ჩიხურას" უნდა უმასპინძლოს.
ახალწვეულები საჩხერელთა გუნდშიც მრავლად არიან, მაგრამ მეტოქესთან შედარებით, ახალი სეზონისთვის მზადება "ჩიხურამ" ბევრად ადრე დაიწყო და ამ გუნდის გამოცდილ თავკაცს, სოსო ფრუიძესაც ფეხბურთელების შეთამაშების პრობლემაც აღარ უნდა აწუხებდეს.
13.08. თბილისი. მიხეილ მესხი. 17:30
ლოკომოტივი-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
28: +7=7 -14, 22:35
ლოკომოტივი-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
28: +7=7 -14, 22:35
ძალიან საინტერესო მატჩი უნდა გაიმართოს ვაკეში: პირველ ტურში დასვენებული "ლოკომოტივი" ამბიციურ "ტორპედოს" უნდა დაუპირისპირდეს.
მასპინძლებმა, ფაქტობრივად, შეინარჩუნეს, წინა სეზონის ბირთვი და ამას გარდა, რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელითაც გაძლიერდნენ, რომელთა შორისაც, უპირველეს ყოვლისა, ირაკლი კლიმიაშვილი და გიორგი კუხიანიძე უნდა ვახსენოთ. ისინი წინა სეზონში "ტორპედოს" ლიდერები იყვნენ.
იმასაც ვიტყვით, რომ მასპინძელთა ესპანელი თავკაცი ჟერარდ სარაგოსა თავის დროზე "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი გახლდათ, ხოლო მისი კოლეგა, უმაღლეს ლიგაში გარკვეული პაუზის მერე დაბრუნებული კობა ჟორჟიკაშვილი არანაკლებ არის დაკავშირებული თავის ყოფილ კლუბთან.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "ლოკომოტივი" უმაღლეს ლიგაში პირველად სწორედ კობა ჟორჟიკაშვილის ხელმძღვანელობით აღზევდა (1997 წელს), თანაც, ჟორჟიკაშვილი "ლოკომოტივში" ჯერ ფეხბურთელის რანგში იყო, მერე მოთამაშე-მწვრთნელის, ბოლოს კი - მთავარი მწვრთნელისაც...
13.08. თბილისი. დინამო არენა. 20:00
დინამო (თბ)-გურია
დისკვალიფიკაცია: პატერსონი (გურია)
ურთიერთშეხვედრები
29: +22 =4 -3, 82:21
დინამო (თბ)-გურია
დისკვალიფიკაცია: პატერსონი (გურია)
ურთიერთშეხვედრები
29: +22 =4 -3, 82:21
ამ ჯგუფის მატჩებიდან არანაკლებ ინტერესს იწვევს ძველი მეტოქეების დაპირისპირებაც; და ეს იმის მიუხედავად, რომ ამ წყვილში უპირობო ფავორიტად "დინამო" მიიჩნევა: მოქმედმა ჩემპიონმა პირველ ტურში ფრე ითამაშა და შაბათს ყველანაირად შეეცდება პირველი გამარჯვების მოპოვებას.
არც ის დაგვავიწყდეს, რომ იურაი იარაბეკის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამოს" ბოლო ოთხ ოფიციალურ შეხვედრაში არ მოუგია და გუნდის ერთგული ქომაგებიც, ნავსის გატეხას, ალბათ, სწორედ ახლა ელოდებიან.
მეტოქისაგან განსხვავებით, ბევრად მოკრძალებული მიზნები აქვს ამ გარდამავალ ჩემპიონატში "გურიას", სადაც ბევრი ახალწვეულია და ლანჩხუთელთა გამოცდილ თავკაცს თემურ მახარაძეს (უმაღლესი ლიგის სხვა მწვრთნელების მსგავსად) სერიოზული თავსატეხიც უნდა ჰქონდეს თავისი ფეხბურთელების შეთამაშებასთან დაკავშირებით.
რახან თემურ მახარაძე ვახსენეთ, ბარემ ისიც გავიხსენოთ, სხვადასხვა დროს თუ რამდენჯერ მოუგია ამ გამოცდილი სპეციალისტის დამოძღვრილ გუნდებს თბილისის "დინამოსთვის"...
წინა სეზონში "დინამომ" ორივე მატჩი მოუგო "გურიას" (2:0, 3:2) და აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთელთა გუნდის კარში ამ 5 გოლიდან 4 გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, სულ ახლახან ავსტრიული ბუნდესლიგის კლუბ ვენის "რაპიდში" რომ გადავიდა.
შენიშვნა: ცხინვალი ისვენებს
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"