წინა ტურში მართლაც სასიამოვნო მოულოდნელობა იყო გასაოცრად მაღალი შედეგიანობა (ერთ მატჩში, საშუალოდ, 3.6 გოლი გავიდა). იმედი დავიტოვოთ, რომ ამ უქმეებზე გასამართ დაპირისპირებებშიც ვიხილავთ გოლებსაც და, რაც მთავარია, დაძაბულ და შინაარსიან პაექრობებს.
ისე, ორივე ჯგუფში რამდენიმე ისეთი წყვილია, გარკვეულ ინტრიგას რომ გვპირდება; არც ის არის გამორიცხული, რომ III ტურის დასრულებისთანავე შევიტყოთ კიდევ ერთი (ანუ, სეზონის დაწყებიდან - მეორე) საკადრო გადაადგილების შესახებ: მოგეხსენებათ, რომ სულ ახლახან "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ოთარ გაბელიამ და მის ნაცვლად
თეთრი ჯგუფი
20.08. ივანწმინდა. 17:30
ჩიხურა-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
4: +1 =3 -0, 4-3
20.08. ივანწმინდა. 17:30
ჩიხურა-ლოკომოტივი
ურთიერთშეხვედრები
4: +1 =3 -0, 4-3
ამ ჯგუფის ცენტრალური დაპირისპირება ივანწმინდაში გაიმართება, სადაც არა მხოლოდ "თეთრი ჯგუფის", არამედ, საერთოდ, ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი "ჩიხურა" ასევე ამბიციურ "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება. ვერაფერს ვიტყვით: მართლაც სოლიდური შემადგენლობა შეკრიბა "ჩიხურაში" გამოცდილმა სპეციალისტმა სოსო ფრუიძემ.
თანაც, საჩხერელთა გუნდში, ფაქტობრივად, ორი სრულფასოვანი შემადგენლობაა და ამ ფუფუნებით კი, ჩვენს ჩემპიონატში მხოლოდ თბილისის "დინამო" თუ მოიწონებს თავს.
"ლოკომოტივს" ახლახან იუბილე ჰქონდა (80 წელიწადი შეუსრულდა დაარსებიდან) და ჟერარდ სარაგოსა მულეტის გუნდიც ყველანაირად ეცდება საიუბილეო განწყობის შენარჩუნებას. თუმცა ამ გუნდის მწვრთნელ-ფეხბურთელებმა ჩვენზე კარგად იციან, თუ რა რთული მატჩი ელოდებათ ივანწმინდაში.
20.08. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 17:30
გურია-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
6: +1=2 -3, 4-7
გურია-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
6: +1=2 -3, 4-7
ამ ორი გუნდისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, მაინც გვგონია, რომ გარდამავალ ჩემპიონატში "გურიას" და "შუქურას" უმთავრესი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს. თუმცა, მოვლენების სხვაგვარად განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ და შესაძლოა, ამ ჯგუფის სხვა გუნდებს მოუწიოთ "გადარჩენაზე" ფიქრი.
მანამდე კი "გურიასაც" და "შუქურასაც" სატურნირო მდგომარეობის გამოსწორება მართებთ: ორივე გუნდმა ორ-ორი მატჩი ჩაატარა და ჯერ თითო-თითო ქულა აქვს. მოკლედ, "გურიაც" და "შუქურაც" პირველი გამარჯვების მოლოდინში არიან და ამ გუნდების დაპირისპირებასაც "თავისუფლად" შეიძლება ვუწოდოთ "ექვსქულიანი მატჩი".
21.08. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 17:30
ცხინვალი-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
21: +2 =4 -15, 18:58
საქართველოს ჩემიონი, რომელიც ახლახან ევროპა ლიგის პლეი ოფში ბერძნულ პაოკ-თან საკუთარ კედლებში შერცხვა, "მიხეილ მესხზე" კვირას ითამაშებს. მის მეტოქე "ცხინვალს" კარგი შანსი აქვს, დინამოელთა გუნდში არსებული არცთუ სახარბიელო ატმოსფეროთი ისარგებლოს.ცხინვალი-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
21: +2 =4 -15, 18:58
ტორპედო ისვენებს
წითელი ჯგუფი
20.08. ქობულეთი. ჩელე არენა. 17:30
დინამო (ბთ)-დილა
ურთიერთშეხვედრები
47: +25 =13 -9, 70-31
20.08. ქობულეთი. ჩელე არენა. 17:30
დინამო (ბთ)-დილა
ურთიერთშეხვედრები
47: +25 =13 -9, 70-31
"წითელი ჯგუფის" ლიდერების დაპირისპირებაც უდიდეს ინტერესს იწვევს: ბათუმის "დინამომაც" მშვენიერი სტარტი აიღო და "დილამაც. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ორივე გუნდის მაღალშედეგიანი თამაში: ლევან ხომერიკის გაწვრთნილმა ბათუმის "დინამომ" წინა ტურში 5:0 მოუგო (თან, სტუმრად) ფოთის "კოლხეთს", პრობლემებით დამძიმებულმა "დილამ" კი საშინაო შეხვედრაში ასევე დიდი ანგარიშით დაამარცხა "ზუგდიდი" (4:1).
სხვათა შორის, ამ ტურის წინ "დილაში" ახალი ლეგიონერი (ისრაელიდან) ჩაირიცხა, ყოველივე ეს კი იმას უნდა ნიშნავდეს, რომ უჩა სოსიაშვილის გუნდი ნელ-ნელა უნდა გამოვიდეს მართლაც ქრონიკული ფინანსური პრობლებიდან...
20.08. ბოლნისი. თამაზ სტეფანია. 17:30
სიონი-კოლხეთი
დისკვალიფიკაცია: ომარ გოგონაია (კოლხეთი)
ურთიერთშეხვედრები
40: +13 =10 -17, 41-53
სიონი-კოლხეთი
დისკვალიფიკაცია: ომარ გოგონაია (კოლხეთი)
ურთიერთშეხვედრები
40: +13 =10 -17, 41-53
სეზონის დაწყებამდე "წითელი ჯგუფის" ერთ-ერთ ფავორიტად "სიონსაც" მოვიაზრებით, მაგრამ ბოლნისურმა გუნდმა, ძალიან ბევრისთვის მოულოდნელად, ორივე სასტარტო მატჩი წააგო, თანაც, ამ ორ შეხვედრაში 6 გოლი გაუშვა!
სხვების რა მოგახსენოთ, მაგრამ, ჩვენი აზრით, სწორედ "სიონის" წარუმატებლობაა ჯერჯერობით ამ გარდამავალი ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა. თუმცა, ამის მიზეზი, სავარაუდოდ, შეუთამაშებლობის პრობლემა უნდა იყოს: არმაზ ჯელაძის დამოძღვრილ "სიონში" ხომ, ფაქტობრივად, ყვე;ლა რგოლში ახალწვეულები არიან...
მასპინძლებისგან განსხვავებით, "კოლხეთი" უქულოდ მაინც არ არის: გელა სანაიას გუნდმა სეზონი გასვლითი გამარჯვებით ("ზუგდიდთან") დაიწყო, თუმცა ამას მოჰყვა სასტიკი საშინაო მარცხი ბათუმის "დინამოსთან".
ახალწვეულები "კოლხეთსაც" ჰყავს (თანაც - ლეგიონერები) და ამ შემთხვევაშიც შეუთამაშებლობის ფაქტორიც უნდა ვახსენოთ ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხად.
20.08. თბილისი. მიხეილ მესხი. 17:30
საბურთალო-სამტრედია
დისკვალიფიკაცია: გურამ გოშთელიანი (საბურთალო)
ურთიერთშეხვედრები
2: +1 =0 -1, 5-10
საბურთალო-სამტრედია
დისკვალიფიკაცია: გურამ გოშთელიანი (საბურთალო)
ურთიერთშეხვედრები
2: +1 =0 -1, 5-10
ეს მატჩი, უდავოდ, უნდა მივიჩნიოთ III ტურის უმთავრეს დაპირისპირებად: ორივე გუნდი არა მხოლოდ "წითელი ჯგუფის", არამედ, საერთოდ, გარდამავალი ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტებად მიგვაჩნია, ყოველ შემთხვევაში, "საბურთალოსაც" და "სამტრედიასაც", ჩვენი სუბიექტური აზრით, რეალურად შეუძლიათ, სულ მცირე, ევროტურნირების საგზურისათვის ბრძოლა.
ყოველივე ეს კი, საწყისმა ტურებმაც დაამტკიცა, როცა ესპანური "დიასპორით" გაძლიერებულმა "საბურთალომ" საგარეო გამარჯვება მოიპოვა სეზონის წინ საკმაოდ გაძლიერებულ "სიონთან", ხოლო წინა სეზონის ვერცხლის პრიზიორმა "სამტრედიამ" ორ მატჩში 4 ქულის მოპოვება შეძლო.
ამ გუნდების დაპირისპირება მწვრთნელთა ტაქტიკური "დუელითაც" უნდა იყოს საინტერესო: პაბლო ფრანკო მარტინიც ("საბურთალო") და გია ცეცაძეც ("სამტრედია") შემტევ სტილს ანიჭებენ უპირატესობას და ეს ფაქტორიც კიდევ უფრო მეტ ინტრიგას მატებს "წითელი ჯგუფის" ფავორიტთა პაექრობას.
...საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, "საბურთალო" და "სამტრედია" პირველად წინა სეზონში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ორივე მატჩი უხვგოლიანიც გამოდგა და საინტერესოც! პირველ წრეში, "ბენდელაზე" რომ ჩატარდა, გია ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "საბურთალომ" მართლაც თვალსასეირო შეხვედრაში აჯობა "სამტრედიას" (3:2).
აი, მეორე წრეში კი "სამტრედიამ" ისეთი რევანში აიღო, "საბურთალოს" ახალგაზრდა მწვრთნელ-ფეხბურთელებს ძალიან დიდი ხანი რომ არ დაავიწყდებოდათ: იმერულმა გუნდმა 8:2 გაიმარჯვა!
სხვათა შორის, სწორედ ამ მატჩის მერე მოვიდა "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელად ესპანელი სპეციალისტი პაბლო ფრანკო მარტინი, რასაც მოჰყვა კიდეც შთამბეჭდავი სერია: "ხეტაფეს" ყოფილი თავკაცის ხელმძღვანელობით "საბურთალომ" რვამატჩიანი წაუგებელი სერია "გამოაცხო"...
ზუგდიდი ისვენებს
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"