"თეთრ ჯგუფში" ქობულეთის "შუქურამ" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ქობულეთელებმა 10 ქულა დააგროვეს და დროებით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებენ.
უგოლოდ დასრულდა გორში გამართული "წითელ ჯგუფის" მატჩი, რომელშიც გორის "დილამ" ბათუმის "დინამო" მიიღო. ამ დროისთვის ბათუმელები ცხრილში 14 ქულით მესამე ადგილზე არიან, "დილას" კი 10 ქულით მეოთხე პოზიცია უკავია.
უმაღლესი ლიგა. X ტური
თეთრი ჯგუფი
22.10. ქობულეთი. ჩელე არენა
შუქურა-გურია 3:1
გოლები: 0:1 დავით კირკიტაძე (25), 1:1 კობა შალამბერიძე (45), 2:1 ირაკლი კომახიძე (47), 3:1 გიორგი ჭანუყვაძე (90).
23.10. თბილისი. მიხეილ მესხი. 15:00
ლოკომოტივი-ჩიხურა
23.10. თბილისი. დინამო არენა. 17:00
დინამო (თბ)-ცხინვალი
წითელი ჯგუფი
22.10. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-დინამო (ბთ) 0:0
23.10. ქობულეთი. ჩელე არენა. 15:00
კოლხეთი-სიონი
23.10. სამტრედია. ე. მანჯგალაძე. 15:00
სამტრედია-საბურთალო
ნამდვილად არ მეგონა თუ ბათუმი ასე დაეცემოდა და ასეთ უმსგავსოებას ჩაიდენდა მინდორზე,არც მაყურებლის პატივისცემა, არც საკუთარი თავის მიმართ, გამოვიდა 22 ზარმაცი და სპორტულ სინდისთან მწყრალად მყოფი ხელჩაქნეული ახალგაზრდა კაცები და დაზლოზინებდნენ რომ იქნებ 90 წუთი როგორმე გასულიყო...ფუუუიიი...