საქართველოს მეორე ლიგის მატჩში ფეხბურთელებმა მსაჯს სცემეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 ნოემბერს საქართველოს მეორე ლიგის აღმოსავლეთის ზონაში (გ) XIV ტურის მატჩში ინციდენტი მოხდა.

"შევარდენი 1906"-სა და სოხუმის "ცხუმს" შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ "ცხუმის" ფეხბურთელებმა, საკუთარი გუნდის ორი მოთამაშის გაძევებით უკმაყოფილოებმა, არბიტრს, გიორგი ვადაჭკორიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

აღნიშნულ ინციდენტს ორივე კლუბი გამოეხმაურა:

"ცხუმის" პრეზიდენტი ალექსანდრე წულაია:
"ვაცხადებ, რომ "ცხუმის" ცალკეული ფეხბურთელის ქმედება კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის სპორტსმენის მხრიდან სპორტული პრინციპების დარღვევა, გუნდისა და თანაგუნდელების დიდი შრომის დაუფასებლობა. ფეხბურთელებმა, რომლებიც აღნიშნულ ინციდენტში მონაწილეობდნენ, შელახეს ზოგადად ფეხბურთის, ჩვენი გუნდისა და მსაჯების ღირსება.

საფეხბურთო
კლუბი "ცხუმის" მიერ უკვე განხორციელდა ზომები: ინციდენტში მონაწილე ფეხბურთელებთან შეწყდა კონტრაქტი, კლუბის ერთ-ერთი მწვრთნელი გათავისუფლებულია პოსტიდან.

16 ნოემბრის მატჩის არბიტრი გიორგი ვადაჭკორია არის მაღალი კლასის მსაჯი და აღნიშნული შეხვედრაც კვალიფიციურად წარმართა. მსურს გუნდის სახელით მას მოვუხადო ბოდიში და ვუსურვო წარმატებები, ასევე ვუხდით ბოდიშს საზოგადოებას ამ ინციდენტის გამო.

გუნდის სახელით საფეხბურთო კლუბ "შევარდენს" ვულოცავ გამარჯვებას".

"შევარდენი 1906":
"ს.კ. ''შევარდენი-1906"-ის ფეხბურთელებს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ''ცხუმის'' ფეხბურთელების მხრიდან მსაჯთა ბრიგადის მისამართით. ს.კ. ''შევარდენი-1906'' კატეგორიულად ემიჯნება და გმობს ნებისმიერ ძალადობას და არასპორტულ საქციელს".

მატჩი "შევარდენი 1906"-ის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. ამ გამარჯვების შემდეგ "შევარდენი 1906" სატურნირო ცხრილში 32 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა. "ცხუმი" კი 34 ქულით პირველ ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ეხ კობი, კობი, შენ გაგიჩნდა საპარლამენტო CRACI
joddi
17 ნოემბერი 2016 18:26
0
რა უმსგავსობაა რას ჰგავს ეს? ვადაჭკორია მართლა გამორჩეული მსაჯია საქართველოში და არ იმსახურებს იმას რაც აკადრეს ცხუმის ფეხბურთელებმა. სამუდამო დისკვალიფიკაცია უნდა მიეცეს ყველას ვინც მიიღო მონაწილეობა. მარაზმია ეს ყველაფერი! და საერთოდაც, კარგი იქნება თუ მეორე ლიგას უკეთესად გააუქებენ, რადგან უამრავი ჩაწყობილი თამაშებია. შეხედეთ ანგარიშებს, ხოკეის უფრო ჰგავს შედეგები ვიდრე ფეხბურთს. სძინავს კობიაშვილს, დრო არ აქვს გლდანში ასფალტს აგებს ლაბათ...
ქომაგი
17 ნოემბერი 2016 18:08
0
სყვარელ მუ პირველობა მიღუნა?უჯგუშივ ვენატრენც უეფა
bacho
17 ნოემბერი 2016 18:03
0
ბლატერსაც ვუთხარი , პლატინისაც
ვუთხარი, სიჭინავასაც ვუთხარი და
კობიაშვილსაც ვუთხარი, რომ გაგდება
ადამიანის არ შეიძლება. დააშავა,
დაუნიშნე პენალტი. არა აქვს მნიშვნელობა სად დააშავა. ფუჭდება
თამაში, სანახაობა და ხშირად უსამართლოდაც აძევებენ, სიმულიანტები ისე აფორმებენ ხოლმე
ჰოლივუდის ვარსკვლავებს ჯაბნიან.
ყვითელი ბარათი საერთოდ მარაზმია,
ერთ თამაშში მიიღებ, ორი თვის მერე
მეორეს და მერე გამოტოვებ მატჩს.
გადმოვიტანოთ ცხოვრებაში ეს წესი:
ვთქვათ მიდიხარ ქუჩაში და ვიღაცამ
წიხლი გითავაზა, მოირბინა პატრულმა
აუფრიალა ყვითელი ბარათი და წავიდა. ორი თვის მერე კიდევ თუ
ამოაკრავს წიხლს ვინმეს, შემდეგ
დღეს სახლიდან ვერ გამოვა.
არის მარაზმი, ჰოდა ზემოთ ჩამოთვლილი პერსონებიდან სამი
ჩამოაშორეს ფუტბოლს მეოთხე ჯერ
კიდევ ხიბლშია.
ვეტერანი
17 ნოემბერი 2016 18:01
0
შევარცხვინე მაგათი ფეხბურთელობა.
dato
17 ნოემბერი 2016 17:54
0
Meore ligashi problemebia sjobs batonma levanma piradad miaqcios yuradgeba.salxino-betlemis tamShic bevr kitxvis nishans achens,20 cutis dagvianebit dackeba,saechvo 3 goli bolo 20 cutshi rodesac sxvisi shedegi sheitkves.
Mikheili
17 ნოემბერი 2016 17:29
0

სიახლეები პოპულარული