დავით ოდიკაძე: კარიერის დასრულება ამ გუნდში მსურს

AutoSharing Option
დავით ოდიკაძემ "სტუ-თბილისში" თავდამსხმელად დაწყებული კარიერა მცველობით გააგრძელა და აგერ უკვე 20 წელია, ფეხბურთს თამაშობს. საკმაოდ ბევრ გუნდში ყოფილა - "თბილისში", სამტრედიის "იბერიაში", ლანჩხუთის "გურიაში", ფოთის "კოლხეთში", ცხინვალის "სპარტაკში", თბილისის "დინამოში", საჩხერის "ჩიხურაში", თერჯოლის "საპოვნელაში" - ბოლო სამ კლუბში კაპიტანიც გახლდათ.

4 წლის განმავლობაში უცხოეთში მოსინჯა ძალები - ითამაშა დონეცკის "მეტალურგში", უნგრულ "დიორი ეტოსა" და ბაქოს "ინტერში", 2005-2009 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრებში იწვევდნენ და მისი ფორმით 14 მატჩიც ჩაატარა.

ოდიკაძე ახლა 35 წლისაა, მაგრამ კარიერის დასრულებას არ აპირებს. ის პირველი
ლიგის ბინადარ თერჯოლის "საპოვნელადან" წავიდა და მეორე ლიგის "შევარდენ 1906"-ს ეხმარება, რომელიც 20 წლის შემდეგ ჟურნალისტმა გეგი კიკაბიძემ და დიმიტრი ბარათაშვილმა აღადგინეს, ხოლო საპატიო პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძეა.

თბილისელებმა აღმოსავლეთის "გ" ჯგუფში გამართულ ბოლო ტურში უშუალო კონკურენტი, სოხუმის "ცხუმი" 3:0 დაამარცხეს და ეროვნულ ლიგა 1-ში მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგეს.

ოდიკაძის გარდა, "შევარდენი 1906-ის" ფორმით უმაღლესი ლიგის გუნდებიდან და ასაკობრივი ნაკრებებიდან კარგად ნაცნობი ბევრი ფეხბურთელი თამაშობდა - ალეკო ადამია, ლაშა ჭელიძე, ნიკა მაისურაძე, ვაჟა ნემსაძე, ილია კერძევაძე, ბექა მუმლაძე...

- უმაღლესი ლიგიდან პირველში გადასული ბევრი გვინახავს, მაგრამ რეგიონულ ლიგაში ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი რომ თამაშობს, ეს მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა. რამ გადაგადგმევინათ ეს ნაბიჯი? - ვკითხეთ დავით ოდიკაძეს.
- უკვე 35 წლის ვარ და სიმართლე გითხრათ, ფეხბურთიდან წასვლას ვაპირებდი, მაგრამ... ვერ ვეშვები.

- თქვით, რომ კარიერის დასრულებას აპირებდით. ცხადია, მეორე ლიგაში მაღალი დონე არ არის. ახლა თქვენთვის თამაში უბრალოდ გართობაა და მეტი არაფერი?
- გართობაც არის და ჩემთვის პატივსაცემი ხალხის მიმართ თანადგომის გამოხატულებაც. "შევარდენი 1906-ის" ხელმძღვანელობას პატივს ვცემ, გია ნემსაძე კი ჩემი ახლობელია და როცა მიმიწვიეს, გვერდში დავუდექი. უფეხბურთოდ ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

- როდემდე აპირებთ თამაშს?
- სანამ ნემსაძე არ მეტყვის, წადიო. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ძველი კლუბის სახელით თამაში, რომელ ლიგაშიც უნდა იყოს, საამაყოა. "შევარდენი 1906" რომ აღადგინეს, ამ გუნდში არ ვიყავი, მაგრამ მაინც გამიხარდა. ეს ქართული ფეხბურთის ისტორიის ნაწილია. ამ გუნდში თამაში მიხარია და ბიჭებს კონკურენტთან მოგებას ვულოცავ, რადგან ამით ჯგუფის ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით. სულ ორიოდე თამაში დაგვრჩა და ვეცდებით, პირველობა შევინარჩუნოთ.

- სხვათა შორის, მოულოდნელი იყო, რომ რეგიონულ ლიგაში ძალზე დაძაბული და სანახაობრივი მატჩი გაიმართა...
- მესამე ტურია, რაც "შევარდენი 1906-ში" ვთამაშობ და სამივე შეხვედრა მომეწონა. აქ ბევრი ისეთი მოთამაშე ვნახე, ვისაც არ გაუმართლა, ან ტრავმებმა გააწვალა, თორემ რომ მოამზადო, დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი უმაღლეს ლიგაშიც კარგად ითამაშებდა.

მაგრამ მიკვირს, სად არიან სელექციონერები, როცა ასაკობრივი ნაკრებების წევრები - ალეკო ადამია და ილია კერძევაძე - მეორე ლიგაში არიან? ნიკა მაისურაძე, ვაჟიკო ნემსაძე და ლაშა ჭელიძე უმაღლესში კიდევ ითამაშებდნენ.

ჩვენი გუნდის პლუსი ისაა, რომ ასეთი ბიჭები შეკრიბეს და ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბეს. ყველა ნათამაშებია და ამანაც იქონია გავლენა, ჯგუფში რომ ვლიდერობთ.

- შესაძლოა, რომ თქვენი მომავალი ამ გუნდს დაუკავშიროთ?
- გუნდი ეროვნულ ლიგა 1-ში რომ დარჩება, მეც აქ ვითამაშებ.

- მწვრთნელობას ხომ არ აპირებთ?
- ფეხბურთში დარჩენა ნამდვილად მსურს. მაგრამ რა ფორმით, ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბაჯო ხარ თუ ვიხაც ჩემი ერთი ადგილი შენი ტრაკის საქმე არა გაინტერესებს თუ არა,ჩაიჯვი
იკა ოდიკაძე
20 ნოემბერი 2016 12:16
0
სადაც გინდა იქ დაასრულე რასჰი გვაინტერესებს,
bajo
20 ნოემბერი 2016 00:36
0
გიპი კი არა ავარიიდან დარცენილი ტრავმაა რო არ იცი და გრზელ ენას რო იქნევ
kaxeti
19 ნოემბერი 2016 18:18
0
კარგი კაცი ხარ დავით!...
ნიკა
19 ნოემბერი 2016 17:36
0
მაინც საღოლ ძნელია ამხელა ღიპის თრევა სტადიონზე :D:D:D:D:D:D
ika
19 ნოემბერი 2016 16:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული