
6 დეკემბერს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის პლეი აუტის საპასუხო შეხვედრები გაიმართა და გაირკვა იმ ორი გუნდის ვინაობა, რომლებიც მომავალ სეზონში ქვედა ლიგაში იასპარეზებენ. გაისად ლიგა პრო 2-ში ლანჩხუთის "გურია" და ბოლნისის "სიონი" ითამაშებენ.
როგორც მოსალოდნელი იყო, უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნა გორის "დილამ", რომელმაც ლანჩხუთში გამართულ პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობა (2:0) შეინარჩუნა. საკუთარ მოედანზე გამართულ საპასუხო შეხვედრაში გორელებმა "გურიასთან" ფრედ, 0:0 ითამაშეს.
- გურია-დილა 0:2 - ორი საჩუქრის ამბავი [VIDEO]
რაც შეეხება მეორე წყვილს, ბოლნისური თრილერის (4:3)
- სიონი-შუქურა 4:3 - შვიდგოლიანი თრილერი [VIDEO]
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგების მიხედვით, მანამდე უმაღლესი ლიგა "ზუგდიდმა" და "ცხინვალმა" დატოვეს.