სავარაუდო ტრანსფერი: გუგა ფალავანდიშვილი და თენგიზ წიქარიძე კვიპროსისკენ?

AutoSharing Option
კვიპროსის პირველი დივიზიონის ბინადარ ახნასის "ეთნიკოსში" ამჟამად ნიკა კაჭარავა, გია გრიგალავა და გიორგი ილურიძე თამაშობენ. კაჭარავას მიმართ, ვინც ბოლო დროს გუნდის ლიდერად და მთავარმეგოლედ ჩამოყალიბდა, კვიპროსულ გრანდებს აქვთ ინტერესი და, შესაძლოა, ზამთარში დატოვოს კიდეც გუნდი. ამის მიუხედავად, ახნასის გუნდში ქართველების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

ჩვენი ინფორმაციით, "ეთნიკოსი" ორი ჩვენებური ფეხბურთელის გადაბირებითაა დაინტერესებული - ლაპარაკია გუგა ფალავანდიშვილსა და თენგიზ წიქარიძეზე.

ფალავანდიშვილი 23 წლისაა. მისი საფეხბურთო კარიერა "გაგრაში" დაიწყო. ამის შემდეგ ითამაშა თბილისის "დინამოს" დუბლებში, რასაც მოჰყვა გადასვლა გორის "დილაში", სადაც ის გუნდის
ერთ-ერთ ლიდერად იქცა. "დილადან" ქუთაისის "ტორპედოში" გადასული ფალავანდიშვილი მალევე მოერგო ქუთაისურ კლუბს და ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა.

ფალავანდიშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაშიც ითამაშა, როცა კახა ცხადაძის მწვრთნელობისას, თავის გამოჩენის შანსი გიბრალტართან საკვალიფიკაციო შეხვედრაში მიეცა.

რაც შეეხება წიქარიძეს, ამ 20 წლის ფეხბურთელს თითქმის მთელი კარიერა გორის "დილაში" აქვს გატარებული. ცოტა ხნის განმავლობაში, ის ქობულეთის "შუქურაში" იყო განათხოვრებული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გუგას თუ უნდა წავიდეს მაგრამ კუხი უნდა დაბრუნდეს 6-6 ბურთს იტანს სეზონში!
გოგი ქუთაისელი
14:23 09-12-2016
0
გუგას თუ უნდა წავიდეს მაგრამ კუხი უნდა დაბრუნდეს 6-6 ბურთს იტანს სეზონში!
გოგი ქუთაისელი
14:25 09-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული