ნუკრი რევიშვილმა თბილისის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილმა თბილისის "დინამო" უკვე დატოვა და კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს. 29 წლის გოლკიპერმა ამის შესახებ გაზეთ "ლელოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ რევიშვილი "დინამოში" ოქტომბერში ჩაირიცხა და მისი ფორმა 7 მატჩში მოიგო, თუმცა გუნდს ევროსაგზურის მოპოვებაში ვერ დაეხმარა. მეკარის თქმით, თბილისურ კლუბთან განშორების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც იყო.

სად გააგრძელებს საქართველოს ნაკრების მეკარე კარიერას, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, რევიშვილის თქმით, მას საკმაოდ საინტერესო წინადადება აქვს ერთ-ერთი ევროპული კლუბიდან.

"დინამოდან" უკვე წამოვედი. შემოთავაზება იყო, მაგრამ ვერ დავრჩები.
გუნდი ევროთასებზე ვერ გავიდა, რაზეც ძალიან დამწყდა გული, რადგან ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო. ამავე დროს, "დინამოში" ახალგაზრდული გუნდის ჩამოყალიბება სურთ...

ევროპიდან საკმაოდ კარგი შეთავაზება მაქვს, მაგრამ რომელი კლუბისგან, ჯერ ამის გახმაურება არ მსურს", - ამბობს რევიშვილი.

ნუკრი რევიშვილის სრულ ინტერვიუს გაზეთ "ლელოში" Sportall.ge მოგვიანებით შემოგთავაზებთ


მკითხველის კომენტარები / 15 /
Ricardo xavier
Romeli akademia??? Kairatis asakobrovi ro samarcxvino dgeshi agdebs, magatgan elodebi rames?
Gio T
15 დეკემბერი 2016 02:17
0
ნუკრი წარმატებები!

რამდენი ბოღმიანი კომენტარი დაწერილა )))
kote
15 დეკემბერი 2016 01:59
0
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ნუკრი !!!
ბესო72
14 დეკემბერი 2016 21:03
0
ამ ტორპედოელის დინამოში ჩარიცხვა ძალიან არ გამიხარდა! მერე კი გაკაპიტნება!
აგარასოდეს დაბრუნებულიყავი დინამოში შენ და შენნაირები, ლობჟანიძე და დვალიშვილიც დროზე გაგყვენ ამოისუნთქბს გუნდი!
dato
14 დეკემბერი 2016 16:38
0
იმედია ახალი მეკარე არანაკლები დონის იქნება. ისე კი მოიტანს მალე აკადემია თავის შედეგს. ახალგაზრდა გუნდია და იმედი მაქვს
ricardo xavier
14 დეკემბერი 2016 16:04
0
დინამო სწორ გზას ადგას და ეხლა სჭირდება ყველაზე მეტად გულშემატკივარი.
mate
14 დეკემბერი 2016 16:03
0
წარმატებები ნუკრის. ასე თუ ისე გამოადგა დინამოს. მეკარე მაინც ყავდა გუნდს ბოლო თამაშები
gurami76
14 დეკემბერი 2016 15:54
0
აუ,შენ ხო შეჭამა გული რააა..... არ შემდგარი სპორტსმენი ხარ ჩემი აზრით.ერთ ადგილზე ერთი საეზონის მეტი არ ჩაგიტარებია,იშვიათი გამონაკლისის გარდა!
თორნიკე
14 დეკემბერი 2016 13:25
0
მოკლეთ ამ დინამოს სკაუტები მანახა ან რას აკეთებენ ან რაში ყრიან ფულს ? ? ? ? ?
ika
14 დეკემბერი 2016 13:07
0
ვილოცავ რევიშვილს ფიფიას კლანჭებიდან თავის დაღწევას,ღმერთმა ხელი მიუმართოს.
Levani.gelitashvili
14 დეკემბერი 2016 13:02
0

სიახლეები პოპულარული