ქუთაისის მერი: გადაყოლილია მერია "ტორპედოზე" და საქმეს რანაირად ვაფერხებთ?

AutoSharing Option
ქუთაისის მერი შოთა მურღულია Sportall.ge-ს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას ქუთაისური კლუბის შეძენაზე უარი არ უთქვამს, პროცესს კი ქუთაისის მერია აფერხებს.

- ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას ქუთაისის "ტორპედოს" ყიდვაზე უარი არ უთქვამს?

"ზაალ ჩაჩავას ქუთაისის "ტორპედოს" შეძენა სიმბოლურ ფასად სურდა, მერიას კი კანონით არ აქვს უფლება, კლუბი ვინმეს სიმბოლურ ფასად გადასცეს. სახელმწიფო ქონების სიმბოლურ თანხად გაყიდვას წყვეტს მთავრობა და არა ვინმე სხვა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სწორად და საჭიროდ მიგვაჩნია, კლუბი კერძო ინვესტორის ხელში იყოს, დავაყენეთ
შუამდგომლობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან, სპორტის სამინისტროსთან და ისინი საქმის კურსში ჩავაყენეთ...

დაახლოებით 8 წერილი იქნება ჩვენი მხრიდან გაგზავნილი იმ დაწესებულებებისთვის, ვისაც ეს საკითხი ეხება, მაგრამ "ტორპედოს" სიმბოლურ თანხად გასხვისებაზე უარი ითქვა.

რადგან ეს ვერ ხერხდებოდა, სამხარაულის ექსპერტიზაში მივედით, ხელშეკრულება გავაფორმეთ და "ტორპედოს" შეფასება გადავწყვიტეთ. ეს დასკვნა 3-4 დღეში უნდა იყოს. ამ თემაზე მუშაობა ყოველდღე მიმდინარეობს, "ტორპედოსთვის" დამატებითი თანხებიც კი გამოვყავით და ჩვენთვის შეურაცხმყოფელია, როცა ამხელა საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ იწერება, თითქოს ჩვენ ვაფერხებთ პროცესს.

რაც შეეხება კლუბის პრეზიდენტად დანიშვნას... ზაალ ჩაჩავა მე გავიცანი, ჩემთან მოვიდა და ვინ არ ნიშნავდა კლუბის პრეზიდენტად? ჩემი დასანიშნი იყო და განცხადება როგორც კი დაწერა, მეორე დღესვე დავნიშნეთ. ჩაჩავა იყო კლუბის პრეზიდენტი და მან ნამდვილად ჩადო "ტორპედოში" თანხა. ოფიციალურად, აუდიტმა რაც აღიარა, 110 000 ლარი, მაგრამ ამის გარდა კიდევ დახარჯა, გუნდი შეკრებაზე წაიყვანა და ამისთვის დიდი მადლობა მას. მასთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს და აუქციონზე როცა გავა გუნდი, თუ ექნება სურვილი, შეიძინოს.

კიდევ ვამბობ, რომ 3-4 დღეში გვექნება ესპერტიზის დასკვნა, გვეცოდინება "ტორპედოს" ფასი, როგორი გამოცდილების უნდა იყოს ინვესტორი, რა თანხა უნდა ჩადოს მან კლუბში და უკვე იანვარში კლუბი აუქციონზე გავა.

გადაყოლილია მერია "ტორპედოზე", თამაში არ არის, გვერდში რომ არ დავუდგეთ გუნდს და რანაირად ვაფერხებთ საქმეს? "ტორპედო" არაა მხოლოდ მერიის, ის მთელი ქალაქისაა და მათ შორის, ჩემიც, როგორც ერთი მოქალაქის და ასე ხელაღებით ვინმემ შეურაცხმყოფა მიაყენოს, ამას არ დავუშვებთ!", - გვითხრა მურღულიამ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ტორპედო თავისი ინფრასტრუქტურით და რეგალიებით,სტადიონ ყევლაფრიანად ღირს 25-30 მილიონი ლარი, ეს მინიმუმი იქნება სამხარაულის შეფასება და ვინ იყიდის მაგას 30 მილიონ ლარად როცა უფრო ადვილია დაარსო კლუბი "ქუთაისი" და 3 მილიონ ლარად 3 წელიწადში უმაღლესში აღმოჩნდე ,პატიოსნად და მაიმუნობის გარეშე?
Guadua
18:16 16-12-2016
0
ე ბიჯო, ჩემი ბრალი ყოფილა ჩემი
DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
giga
16:51 16-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული