კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ახალი სეზონიდან დედაქალაქური გუნდის ფორმას მცველები ლუკა ლოჩოშვილი და დავით კობოური, ნახევარმცველი ნიკა ნინუა და შემტევი გიორგი ზარია მოირგებენ და მის ღირსებას სამი სეზონის განმავლობაში დაიცავენ.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები "დინამოს" აკადემიის აღზრდილები არიან და 2013 წლის შემდეგ ეს აკადემიის პირველი გამოშვებაა. ახალგაზრდებმა გარდამავალ ჩემპიონატში რამდენიმე მატჩის ჩატარებაც მოასწრეს და გულშემატკივარს თავიც დაამახსოვრეს.
ახლო მომავალში მთავარ გუნდში კიდევ იგეგმება ახალგაზრდების დაწინაურება.