თბილისის "დინამომ" აკადემიის ოთხი ფეხბურთელი დააწინაურა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" თავისი აკადემიის ოთხ ფეხბურთელთან სრულფასოვანი პროფესიონალური კონტრაქტები გააფორმა.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ახალი სეზონიდან დედაქალაქური გუნდის ფორმას მცველები ლუკა ლოჩოშვილი და დავით კობოური, ნახევარმცველი ნიკა ნინუა და შემტევი გიორგი ზარია მოირგებენ და მის ღირსებას სამი სეზონის განმავლობაში დაიცავენ.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები "დინამოს" აკადემიის აღზრდილები არიან და 2013 წლის შემდეგ ეს აკადემიის პირველი გამოშვებაა. ახალგაზრდებმა გარდამავალ ჩემპიონატში რამდენიმე მატჩის ჩატარებაც მოასწრეს და გულშემატკივარს თავიც დაამახსოვრეს.

ახლო მომავალში მთავარ გუნდში კიდევ იგეგმება ახალგაზრდების დაწინაურება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ახლა აღარ მიკვირს რატომ დაიკავა თბილისის დინამომ მეოთხე ადგილი და ევრო ტურნირზე ვერ მოხვდა. გუნდი გამოცდილი ფეხბურთელებით უნდა გაძლიერდეს და არა ახალგაზრდა ბავშვებით.
მამუკა
20:44 20-12-2016
0
აბა ესენი თუ დაიმატეს გავსულვართ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურში
გოგა
17:47 20-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული