"ტორპედო" აუქციონზე - ერთ ლარად ვერ გაიყიდა და 700 ათასად აფასებთ?

AutoSharing Option
2017 წლის ჩემპიონატი ახლებური სისტემით და განსხვავებულ დროში ჩატარდება. გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლამ სატრანსფერო ბაზარზე გუნდების აქტიურობის დრო შეცვალა - ადრე ეს პროცესი დეკემბერში იწყებოდა და პიკს იანვარში აღწევდა, ახლა კი ვადამ ერთი თვით გადმოიწია, იანვარში დაიწყება და თებერვალში დასრულდება, რადგან სეზონი მარტში დაიწყება და ეს კლუბებს ლავირების უფლებას აძლევს...

მაგრამ ეს ფინანსური მდგომარეობითაც არის გამოწვეული. განსაკუთრებულად სპეციფიკური ვითარება სახელმწიფო დოტაციაზე მყოფ კლუბებშია: მათ მოკრძალებული ბიუჯეტები აქვთ, სახსრებს უფრთხილდებიან და უმრავლესობას სასურველ ფეხბურთელებთან კონტრაქტები სეზონის დასრულებისთანავე, დეკემბერში ამის გამო არ გაუფორმებია
- ასე ერთი თვის სახელფასო ბიუჯეტის ნაწილის ეკონომიას აკეთებენ. მათი შეზღუდვებით კერძო საკუთრებაში მყოფი გუნდები სარგებლობენ, რომელთაც ფეხბურთის განვითარების ფონდთან ერთად, სახსრებს მისივე მფლობელები ახარჯავენ. ისინი ამ კუთხით სხვებზე წინ არიან.

სწორედ ამის გამო აღმოჩნდა მოულოდნელი და სასიამოვნო ქუთაისის "ტორპედოს" მმართველების აქტიურობა, რომელიც ასევე სახელმწიფო ბალანსზე იმყოფება. მართალია, კლუბის პატრონობა ბიზნესმენ ზაზა ჩაჩავას სურს და ურთიერთობის იურიდიულ დაკანონებამდეც მოახმარა გუნდს ფული, მაგრამ მომავალში გახდება თუ არა "ტორპედოს" მეპატრონე, ეს ჯერაც უცნობია.

ცნობილია, რომ დეკემბრის შემდეგ ქუთაისელთა თავკაცებმა მოახერხეს და დაიბრუნეს ნიკა საბანაძე, გურამ ადამაძე და მერაბ გიგაური, გადაიბირეს ბიძინა მახარობლიძე. მთლად ცინცხალი ამბავი კი ეს არის - "ტორპედომ" ქუთაისელი გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი კიდევ ერთი ფეხბურთელი, გიორგი კუხიანიძე დაიბრუნა.

24 წლის ნახევარმცველს საინტერესო ისტორია აქვს: ბავშვობიდან იცნობდნენ, როგორც ნიჭიერ მოთამაშეს. 2009 წელს, 16 წლისა, "ტორპედოს" მთავარ გუნდში ირიცხებოდა და 17 წლის რომ შესრულდა, "ზესტაფონის" წინააღმდეგ უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, ხოლო შემდეგ მოედანზე კიდევ რამდენჯერმე გავიდა.

მაგრამ, რატომღაც, შემდეგ ფეხბურთზე გული აუცრუვდა - ქუთაისური კლუბის დუბლშემადგენლობაში 2011 წელს გიორგი კიკნაძემ და ზაზა ზამთარაძემ დააბრუნეს, რომლებიც მაშინ "ტორპედოს" მწვრთნელებად მუშაობდნენ. "ტორპედოს" ძირითად შემადგენლობაში კუხიანიძე სტაბილურად სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა.

2014 წლის დასაწყისში ნახევარმცველი "ზესტაფონში" ჩაირიცხა, ჩემპიონატის დასრულებისთანავე კი ხელშეკრულება ქობულეთის "შუქურასთან" გააფორმა. "ტორპედოში" 2015 წლის ზაფხულში დაბრუნდა, მთელი სეზონი ითამაშა და გუნდის კაპიტნად აირჩიეს. მაგრამ ზაფხულში, არსებული ფინანსური პრობლემებისა და გაუგებრობის გამო გუნდის დატოვება მოუხდა და კონტრაქტი თბილისის "ლოკომოტივთან" გააფორმა.

როგორც ჩანს, კუხიანიძისა და სხვა ცნობილი სახეების დაბრუნება შემთხვევით არ ხდება, რადგან ქუთაისის მერიაში "ტორპედოს" გაყიდვისა და, აქედან გამომდინარე, დამატებითი ინვესტიციების მიზიდვის იმედი გაუჩნდათ. ამაზე გუშინდელი სიახლეც მეტყველებს: ოფიციალურად დადასტურდა ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას ამასწინანდელი სიტყვები - უახლოეს მომავალში საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს აუქციონზე გაიტანენ.

მანამდე მერიამ "ტორპედოს" შეფასება გადაწყვიტა და ამის თაობაზე ხელშეკრულება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გააფორმა. ბიურომ ექსპერტიზა უკვე ჩაატარა, რაშიც კლუბის აქტივები და სხვადასხვა დეტალი გაითვალისწინა და "ტორპედო" 700 ათას ლარად შეაფასა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, აუქციონზე საწყისი ფასი სწორედ ეს თანხა იქნება.

ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ძველი ამბების გათვალისწინებით, უცნაურად ჩანს: შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერია "ტორპედოს" გაყიდვას სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად აპირებდა. მაშინ საფეხბურთო კლუბის შეძენა ირანელ ბიზნესმენებს სურდათ, რომლებიც კლუბში მილიონ-ნახევარი ლარის ინვესტირებას აპირებდნენ. თუმცა, ცნობილი გახდა, რომ კლუბს ერთ ლარად (ოღონდ, ინვესტიციების განხორციელების პირობით), ბიზნესმენი ზაზა ჩაჩავა შეიძენდა, რომელიც "ტორპედოს" წლიურად 500 ათასი ლარით დაფინანსებასა და ქუთაისში უფასო აკადემიის აშენებას გეგმავდა.

კლუბი ერთ ლარად ვერ გაიყიდა და 700 ათასად მოხერხდება? ან ზაფხულის შემდეგ ისეთი რა შეიცვალა, რომ ქართული კლუბის შეძენის მსურველთა რიგები დადგა და მათში საუკეთესოს გამოსარჩევად აუქციონები დაგვჭირდა?

ჩვენ ის გვაფრთხობს, "ტორპედოში" კერძო მესაკუთრის მისვლა კიდევ არ გაიწელოს, რადგან საქართველოში კლუბის გასხვისებისა და სხვა საფეხბურთო საკითხთან დაკავშირებული ტენდერების თუ აუქციონების ჩატარების ცუდი გამოცდილება გვაქვს. ამის მაგალითად, ბათუმის, ფოთისა და ზუგდიდის სტადიონების ტენდერები იკმარებს.

ღმერთმანი, გაგვიხარდება, რომ ვცდებოდეთ და იქნებ ვინმე ღვთისნიერმა აუქციონზე ქუთაისის "ტორპედოში" 70 მილიონი დოლარიც გადაიხადოს. ამით ქუთაისის ბიუჯეტიც შეივსება და კლუბსაც ეშველება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ქუთაისელებო რა გახდა 700 ათასი როგორ ვერ უნდა შეაგროვოთ რომ თქენი გახდეს ტორპედო. გუნდი იქნება ხალხის საკუთრება.
kn
04 იანვარი 2017 18:18
0
leqso
ჰო მართალი ხარ, მექანიკური შეცდომაა, შეეძლო მოდერატორსაც გაესწორებინა მაგრამ არ ეცალა ალბათ :)
Jango
04 იანვარი 2017 18:16
0
ჯანგო, როგორ იღებენ ფეხბურთელში გადახდილ მილიონებს და მაყურებლისგან იღებენ. ფეხბურთში ყველა შემოსავალი მაყურებლისგანაა - ნაწილი პირდაპირ (ბილეთები, ატრიბუტიკა, საჭმელ-სასმელი სტადიონზე) და ნაწილი ირიბად (ტელევიზია, რეკლამა, სპონსორები). ჩვენი გაძვალტყავებული მაყურებლისგან რა ფული უნდა ამოიღოს კლუბის მყიდველმა? ნებისმიერი ბრენდის სიძვირე მისი მყიდველების რაოდენობის და მსყიდველობით უნარზეა დამოკიდებული, რაც ჩვენთან პრაქტიკულად ნოლის ტოლია.

საერთაშორისო ასპარეზზე სეზონში ერთხელ ვის შეხვდება, ამის იმედად თუ უნდა იყოს ინვესტორი, კარგად ყოფილა საქმე - ჯერ ერთი, ან შეხვდება და ან არა, მერე მეორე - არაფერს ისეთს არ ხეირობენ მაგ დროს, 7 მილიონზე რომ იყოს საუბარი და მერე მესამე - მანდ ტორპედოს ბრენდი რა შუაშია, ვესტ ჰემის იმედად თუ ხარ, ტორპედო იქნება თუ მაჭახელა, რაღა მნიშვნელობა აქვს.
კოტე
04 იანვარი 2017 17:58
0
Jango ვესტჰემი ტოტეჰემსჰი გერევა შენ ჩემო კარგო 0-5 და 0-3 ტოტოენჰემმა მიართვა დინამოს
leqso
04 იანვარი 2017 17:36
0
კოტე

ათეულობით მილიონს რომ ფეხბურთელში იხდიან როგორ ღებულობენ?რამდენი მიიღო თბილისის დინამომ ვესტ ჰემთან 5-0 3-0 წაგების მიუხედავად? რამდენი მილიონი დოლარი?
რამდენს მიიღებს სამტრედია რომ იგივე კლასის ლა ლიგის ან ინგლისის ჩემპიონატის მონაწილეს შეხვდეს? :)
ასე რომ, ბრენდიდან და მოქმედი სტატუსიდან იწყება ყველაფერი, ლესტერთან როგორც მოქმედ ჩემპიონთან მატჩი უფრო მომგებიანია ვიდრე იყო სანამ ლესტერი ჩემპიონი გახდებოდა. ეს ჩვეული მათემათიკაა საფეხბურთო ბიზნესის.
Jango
04 იანვარი 2017 17:04
0
ათასი აზრია,სწორი უმნიშვნელო...დაასახელეთ ერთი ფირმა მაინც რომელიც გადაიხდის 3 მილონს და მეტს..სისულელეა..700 ათასი არის მხოლოდ ბრენდი ტორპედო ყოველგვარი ქონების გარეშე აქ არ შედის ბაზა სტადიონი..ისეთი ფასი რომელიც ადევს იმასაც კი ვინმე გადაიხდის ნეტა?და საერთოს კარგი იქნება ზოგადად ვინმემ იყოდოს და საერთოდ არ ჩავარდეს აუქციონი...
TORPEDO
04 იანვარი 2017 16:17
0
ჯანგო, მესმის რომ შენეული ხედვა გაქვს ამ ყველაფრის, მაგრამ კაცურად, თუ შეგიძლია მეც ამიხსნა, 7 მილიონი რომ ბრენდში გადაიხადო, როგორ უნდა ამოიღო ეგ თანხა?
კოტე
04 იანვარი 2017 16:01
0
ისე კი ვინმე თუ დაფიქრებულხართ,რა უნდა ღირდეს მოქმედი ჩემპიონის ტიტული და ბრენდი?
აი ახლა ხომ სამტრედიაა ჩემპიონი,ის ხომ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გავიდეს, კარგი საფეხბუთრო ინვესტორისათვის ხომ ეს კარგი შანსია?განა არ ღირს მისთვის 2-3 მილიონ დოლარად და ამდენისვე ინევსტირებად რომ თუ ჩემპიონთა ლიგაზე არა ევროპალიგის ჯგუფრუზე მაინც მოხვდეს? მერწმუნეთ რომ ჯამურ 5 მილიონ დოლაარად ეს მართლაც ღირს.
ჰოდა მაშინ სამგზის ჩემპიონი და ევროპალიგის შესარჩევის მონაწილე, თასის მფლობელი როგორ იყიდება ხალხო 700 000 ლარად? გადამრევთ.
Jango
04 იანვარი 2017 15:52
0
მერიას არ აწყობს და მურღულიას რომ გუნდი გაიყიდოს და სპეციალურად აჭიანურებს ამ პროცესს. რატომ არ დაინტერესდებ პროკურატურა რა მაფია ტრიალებს გუნდში ? მერის ძმაკაცები რომ ფულებს ღუნავენ გუნდში? ასე უნდა ეშველოს ქუთაისს და ფეხბურთს?
torpedo123
04 იანვარი 2017 15:36
0
ბატონო მერაბ
ტორპედო როგორც ბრენდი, ღირს 7 მილიონი ლარი საწყისი ფასი, ეს მხოლოდ როგორც ბრენდი, ყოველგვარი მატერიალური აქტივების გარეშე.
ის რომ საგიჟეთში ვცხოვრობთ სადაც კერძო, კომერციული და საბაზრო შეფასებაზე ორიენტირებული კომერციული ობიექტების და ბრენდების ექსპერტიზის ფირმები არა გვაქვს და გვიწევს სასამართლო ექსპერტიზის მიერ შეთითხნული იდიოტიზმის მიღება, ეს კიდევ ცალკე საქმე არის.
ამის გარდა, ეს აქუციონი უნდა იყოს ტენდერის სახის და არა მხოლოდ აუქციონი ბრენდის გაყიდვაზე და ამ თემაზე ინფორმირებული უნდა იყოს მთელი მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოება და მასთან მბრუნავი ბიზნეს წრეები, ეს რომ წესიერად იყოს გაკეთებული იქნებ საბოლო ფასი 7 მილიონი დოლარიც კი დაჯდეს , საკმაოდ კარგი ინტერესებით და საინვესტიციო პირობებით.
ხოლო თუკი ეს აუქციონი მხოლოდ ფიქცია არის, იმისათვის რომ ღია აუქციონის წესით მხოლოდ საქართველოში არსებულ ერთადერთ მყიდველს გადასცენ, მაშინ სულ სხვა საქმეა.
აქ რომ ყველაფერი სუფთად იყოს, განა ვინმე დაასწრებს თუნდაც კოკაიას ასეთ სასაჩუქრო ფასში ტორპედოს ყიდვას?
Jango
04 იანვარი 2017 14:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული